ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა მილიონ ლარს
ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა მილიონ ლარს
გიფიქრიათ, ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა, მილიონი ლარი რომ ჰქონოდა? მოდით, ერთად გავიხსენოთ ქართული კინოს გამორჩეული სახეები და წარმოვიდგინოთ. მაშ ასე:
კუკარაჩა, კინოფილმიდან "კუკარაჩა“


ჩვენ დაახლოებით ვიცით, რაში დახარჯა მურტალომ მილიონები - ის ხომ ყოველდღე საყვარელ ქალს ერთი წლის განმავლობაში წითელი ვარდების დიდ თაიგულს უგზავნიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ბრილიანტებზე. აი, კუკარაჩა კი, რომელიც დღედაღამ ვერის უბნის ბავშვებს დასდევდა, ალბათ, ისევ ბავშვებსვე მოახმარდა ამ თანხას და მათთვის საკვირაო სკოლას ან
რაიმე საინტერესო წრეს გახსნიდა, რათა უფრო მეტი და უფრო საინტერესო აქტივობებით დაეკავებინა ახალგაზრდები.

ანა, კინოფილმიდან "იმერული ესკიზები“


ანას, რომელმაც პატარაობაშივე მოიზიდა იმ დროისთვის საკმაოდ მსხვილი თანხა - "80 კაპიკი და კიდო მანათი“ მეზობელი ბავშვების დასახმარებლად, დიდობაში მოგებული მილიონი ლარი შეიძლება, მსხვილი საინვესტიციო ან საქველმოქმედო ფონდისთვის
გადაეცა.

მრეცხავი ვარდო, კინოფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები“


სოფიკო ჭიაურელის ეს ერთ-ერთი გამორჩეული კინოგმირი, რომელიც ფილმში ყველაზე სამართლიანი, მამაცი და, ამავე დროს, შრომისმოყვარეცაა, აუცილებლად დიადი და კეთილშობილი მიზნებისთვის დახარჯავდა მოგებულ მილიონს. ალბათ, ის ღარიბი ბავშვებისთვის მილიონი ლარის შეშასა და საკვებს შეიძენდა.

ბიძია ბაბუა, კინოფილმიდან "შერეკილები“


დაბოლოს: მილიონი ლარი ბიძია ბაბუას რომ ჰქონოდა და კინოგმირი კი არა, ნამდვილი ადამიანი ყოფილიყო, მთელ თავის ცხოვრებას სიყვარულის ფორმულის ამოხსნაში გაატარებდა. დღეს კი ყველას გვეცოდინებოდა, რა არის სინამდვილეში სიყვარული.
შენ უკვე მოიფიქრე, რაში დახარჯავ მოგებულ მილიონს? სანამ გეგმებს დააწყობდე, ამისთვის საჭიროა, 2 ლარად შეიძინო ლოტოს ბილეთი, აირჩიო იღბლიანი რიცხვები და ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, საღამოს 20:50 საათზე, "რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში დაელოდო იღბლიან გათამაშებას!

გახსოვდეს, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები