Samsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი - საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი
06-11-2019
Samsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი - საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი
სამსუნგ გალაქსი უკვე 10 წლისაა. კორეული გიგანტის საქართველოს წარმომადგენლობამ აღნიშნულ იუბილეს ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლი მიუძღვნა. კლიპში მთავარ გმირს ევროპული მოდის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი ასახიერებს, სიუჟეტი კი გალაქსის ხაზის 10 წლიანი განვითარების ეტაპებზე მოგვითხრობს. პირველივე კადრებში სამსუნგის ლეგენდარული Galaxy S სმარტფონია წარმოდგენლი. ეს ზუსტად ის პირველი მოდელია, რომლითაც სამსუნგი მომხმარებლის წინაშე 2009 წელს წარდგა და საფუძველი ჩაუყარა დღეისთვის უკვე მილიონობით მომხმარებლის საყვარელი სმარტფონების ხაზს. კლიპში მრავლადაა 10 წლის
განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა ინოვაციური მოწყობილობები, როგორებიც არიან: Galaxy Tab - დიდი ეკრანის გამოცდილება, Galaxy Watch - საოცრად პრაქტიკული wearable სმარტ საათი, Galaxy Buds - კომფორტული, დახვეწილი და რეალურად უსადენო ყურსასმენები, Gear 360 - მობილური ვიდეოგრფია სრულიად განსხვავებულ პრიზმაში, Gear VR – ვირტუალური რეალობის
სამყარო, Galaxy S8 - სამსუნგის პირველი სმარტფონი საოცარი, უსაზღვრო ეკრანით.


10 წლიანი ინოვაციების კულმინაციად კი ვიდეო რგოლში სამსუნგის უახლესი ფლაგმანი Galaxy Note10+ გვევლინება, რომელსაც გმირი Trade-In აქციით, სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით ყიდულობს. ხოლო ფინალში S-Pen-ის საშუალებით მატილდა სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობს და განუმეორებელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის საოცარი მუსიკის ფონზე გვემშვიდობება.


უნდა აღინიშნოს, რომ საიმიჯო რგოლში ძალიან კრეატიულად არის გადმოცემული სამსუნგის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეული ინოვაციური გადაწყვეტილებები, დაგროვებული გამოცდილება და ტექნოლოგიური მიღწევები თუმცა 1 წუთიან ვიდეოში რათქმაუნდა არ არის ყველაფერი, რითიც გალაქსი ამაყობს და გამოირჩევა თავისი კონკურენტებისაგან. Galaxy-ის უკანასკნელი თაობის მოდელები ტექნოლოგიურად უკომპრომისოა და კონკურენტები მხოლოდ ნაწილობრივ იმეორებენ მის შესაძლებლობებს. გალაქსის მოდელები მუდმივად უსწრებენ დროს და მომხარებელს თანამედროვეობის შესაბამის სიმძლავრეს სთავაზობენ.

მაშ ასე, Galaxy-ის ინოვაციური გაჯეტები, ულამაზესი მატილდა, ჩვენი საქართველო და გენიალური მაესტროს ნაწარმოების ჰანგები - სამსუნგის ახალ საიუბილეო რგოლში „ძლიერი 10 წელი“.

#ჰოლოგრამაგიცავს

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?