მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია
მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია
"ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მა­ტი­ა­ნეა, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ამ მო­ნე­ტე­ბით მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რია არის სა­ინ­ტე­რე­სო გზა, რომ გაჰ­ყვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო გზებს, იმ პე­რი­ო­დებს, რო­დე­საც ფული იჭ­რე­ბო­და. ყვე­ლა მო­ნე­ტა ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი იმ პე­რი­ო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ მე­ფე­ებ­თან, რომლთაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავთ. ყვე­ლა ფული დე­ვალ­ვა­ცი­ას გა­ნიც­დის,თუმ­ცა ეს არის ფული, რო­მე­ლიც არას­დროს უფა­სურ­დე­ბა.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L“ -ის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­
და და ის წიგნ-ალ­ბომ­სა და მო­ნე­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს, 24 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გვი­ამ­ბობს.

"ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია" შედ­გე­ბა 24 მო­ნე­ტი­სა­გან, რომ­ლი­თაც ივ­სე­ბა წიგ­ნი-ალ­მო­ბი. 14 ნო­ემ­ბრი­დან, თვე­ში ერთხელ, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, მო­ნე­ტე­ბის კომ­პლექ­ტი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. პრო­ექ­ტი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მკი­თხვე­ლი 4 თვის
გამ­ნავ­ლო­ბა­ში, ჟურ­ნალ­თან ერ­თად, 5-5, ბოლო თვეს კი 4 მო­ნე­ტას მი­ი­ღებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტის გამ­ნავ­ლო­ბა­ში (5 თვე) წიგ­ნი-ალ­ბო­მი, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი შეგ­რო­ვე­ბუ­ლი 24 მო­ნე­ტით შე­ავ­სებს, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 20.90 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ალ­ბომს, ასე­ვე, მოჰ­ყვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლუპა. ვფიქ­რობ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტია, რად­გან უკვე ყვე­ლა ჩვენ­განს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ე­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას .“- "პა­ლიტ­რა L“-ის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.


ალ­ბომ­ზე ნუ­მიზ­მატ­თა და ის­ტო­რი­კოს­თა გუნ­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. წიგნ-ალ­ბომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.

თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას ერ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქის მი­მო­ხილ­ვა. ალ­ბომ­ში შეხ­ვდე­ბით ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ, ეპო­ქე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ფო­ტო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტით აღ­წე­რენ თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას.


მაია პა­ტა­რი­ძე, ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტო­რი: "მო­ნე­ტებ­თან ერ­თად ავარ­ჩი­ეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბიც, რათა ეპო­ქა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით ნე­კის ფრჩხი­ლის­ხე­ლაა იმე­რე­თის მეფე გი­ორ­გი მე­ო­რის მო­ნე­ტა, მაგ­რამ მას­ზე და­ტა­ნი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ზუს­ტად იმე­ო­რებს გე­ლა­თის ტაძ­რის ფრეს­კას, რომ­ლის ფო­ტო­მა­სა­ლაც თან ერ­თვის წიგნს. და­ვით ნა­რი­ნის მო­ნე­ტას ფო­ტო­მა­სა­ლად დმა­ნი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რი შე­ვურ­ჩი­ეთ... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა, რო­მელ­ზეც დე­დოფ­ლის ხელრ­თვა (ფაქ­სი­მი­ლეა) აღ­ბეჭ­დი­ლი და თა­მა­რის ვერ­ცხლის სურა, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. ერეკ­ლე მე­ფის მო­ნე­ტას მე­ფის ხმლის ფოტო და­ვურ­თეთ. ასე რომ, ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მისი გაც­ნო­ბით, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბის სურ­ვილ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა მკი­თხველს სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სიც გა­უჩ­ნდეს. ვინ იცის, ეგებ, ამ წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ხვალ ჩვენ შეგვცვა­ლონ."
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?