მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია - კვირის პალიტრა

მონეტებით მოყოლილი საქართველოს ისტორია - განძი, რომელიც უკვე ხელშესახებია

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა. ყველა მონეტა ძალიან სკურპულოზურად არის შერჩეული იმ პერიოდებთან დაკავშირებით, იმ მეფეებთან, რომლთაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ყველა ფული დევალვაციას განიცდის,თუმცა ეს არის ფული, რომელიც არასდროს უფასურდება.

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და "გამომცემლობა პალიტრა L“ -ის მიერ განხორციელდა და ის წიგნ-ალბომსა და მონეტების კოლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" შედგება 24 მონეტისაგან, რომლითაც ივსება წიგნი-ალმობი. 14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მკითხველი 4 თვის გამნავლობაში, ჟურნალთან ერთად, 5-5, ბოლო თვეს კი 4 მონეტას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის გამნავლობაში (5 თვე) წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით შეავსებს, სპეციალურ ფასად - 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ალბომს, ასევე, მოჰყვება სპეციალური ლუპა. ვფიქრობ, რომ ისტორიული პროექტია, რადგან უკვე ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, შეეხოს საქართველოს ისტორიას .“- "პალიტრა L“-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.

ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.

მაია პატარიძე, ქართული მონეტების ოქროს კოლექციის თანაავტორი: "მონეტებთან ერთად ავარჩიეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატებიც, რათა ეპოქა შეძლებისდაგვარად გაგვეცოცხლებინა. დაახლოებით ნეკის ფრჩხილისხელაა იმერეთის მეფე გიორგი მეორის მონეტა, მაგრამ მასზე დატანილი გამოსახულება ზუსტად იმეორებს გელათის ტაძრის ფრესკას, რომლის ფოტომასალაც თან ერთვის წიგნს. დავით ნარინის მონეტას ფოტომასალად დმანისის ნაქალაქარი შევურჩიეთ... მნიშვნელოვანია თამარ მეფის მონეტა, რომელზეც დედოფლის ხელრთვა (ფაქსიმილეა) აღბეჭდილი და თამარის ვერცხლის სურა, რომელიც სვანეთის მუზეუმშია დაცული. ერეკლე მეფის მონეტას მეფის ხმლის ფოტო დავურთეთ. ასე რომ, ეს წიგნი ძალიან საინტერესოა. მისი გაცნობით, კოლექციონერობის სურვილთან ერთად, შესაძლოა მკითხველს სამეცნიერო ინტერესიც გაუჩნდეს. ვინ იცის, ეგებ, ამ წიგნით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ხვალ ჩვენ შეგვცვალონ."