10 დადებითი ჩვევა, რომლებიც ახლავე უნდა გამოიმუშავო
10 დადებითი ჩვევა, რომლებიც ახლავე უნდა გამოიმუშავო
მთელი კვირა წინ გაქვს, შენ კი ისევ აჭიანურებ თუნდაც ერთი სასარგებლო ჩვევის გამომუშავებას. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ჩვევებს, რომელიც შენი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის უკეთესად დაგეგმვაში მოგეხმარება. მაშ ასე:

ჩვევა #1: დაგეგმე ფინანსები თვის დასაწყისში
გაანაწილე შენი შემოსავალი ხელფასის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე: გათვალე რამდენი უნდა გადადო ბინის, კომუნალურების, სესხის გადასახდელად. აქვე არ დაგავიწყდეს, რომ შემოსავლის 10% აუცილებლად უნდა იყოს დაუგეგმავი ხარჯი.

ჩვევა #2: დალიე უზმოზე 1 ჭიქა წყალი
ნებისმიერი ფიტნესინსტრუქტორი უწევს
რეკომენდაციას უზმოზე ერთ ჭიქა ცივ წყალს. ის არამხოლოდ აკლებინებს წონას, არამედ, კარგია იმუნური სისტემისთვის, კანისთვის, თმისა და ფრჩხილებისათვის, ენერგიისთვის და ა.შ.

ჩვევა #3: არ წახვიდე პროდუქტების საყიდლად მშიერი
გარდა იმისა, რომ საყიდლებზე წასვლამდე აუცილებლად უნდა ჩამოწერო სია და გვერდით სავარაუდო ფასებიც მიუწერო, ნებისმიერი მარკეტოლოგი გეტყვის,
რომ სუპერმარკეტში მშიერი შესული იქიდან ორმაგად შემცირებული ბიუჯეტით გამოხვალ, ვიდრე - გეგმავდი. ასე რომ, ჯერ დანაყრდი, საყიდლები კი - მერე!

ჩვევა #4: მოიწესრიგე ძილი
ძილი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩამოიყალიბე რუტინა: დაძინებამდე 4 საათით ადრე ივახშმე, 3 საათით ადრე ისეირნე, 2 საათით ადრე სარელაქსაციო აბაზანა მიიღე, დაწოლით კი დაწექი წინა დღეს, ანუ შუაღამემდე!

ჩვევა #5: მიეჩვიე დროის მენეჯმენტს
აწარმოე დღიური, ჩამოწერე გასაკეთებელი საქმეები და დაყავი პრიორიტეტების მიხედვით. საქმეებს შორის გააკეთე 10-15 წუთიანი შესვენება, სამუშაო დღის ბოლოს გამოყავი 30-40 წუთი თვითგანვითარებისთვის.

ჩვევა #6: აკონტროლე დივაისებთან ყოფნის დრო
ამისათვის უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომელიც გაგიკონტროლებს სოციალურ ქსელებში ყოფნის დროს და შეგახსენებს, რომ ტელეფონის ან პლანშეტის გვერდზე გადადების დროა.

ჩვევა #7: მოამზადე კერძები სახლში თავად
ინტერნეტში დღეს უამრავი აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც ცნობილი შეფ-მზარეული, ჯეიმი ოლივერი თუ ვერ გამოხვალ, გემრიელად და გაცილებით იაფადაც ივახშმებ. თანაც კერძის მომზადება საყვარელ ადამიანთან ერთად ხომ ნამდვილი რიტუალია!

ჩვევა #8: ჩაანაცვლე ფასტფუდი ჯანსაღი სასუსნავებით
ჩიფსების და ხრამუნა მარილიანი ჯოხების ნაცვლად, სტაფილოს, ბულგარული წიწაკისა და სხვა ბოსტნეულის ჩხირები და ხილის კუბები გამოსაჩენ ადგილას ისე დადგით, რომ მთელი დღე ჯანსაღად და თამამად, წონაში მატების გარეშე ისუსნაოთ.

ჩვევა #9: სიგარეტის ნაცვლად წყალი
სიგარეტი რომ მავნებელია, ამაზე დღეს არავინ დაობს. თუკი ამ მავნე ჩვევის ჩანაცვლება სასუსნავებით არ გინდა, ძალიან მარტივ ხრიკს გასწავლით: სულ თან იქონიე წყლით სავსე ბოთლი, თანამშრომლებთან ერთად „მოსაწევად“ გასულმა კი უბრალოდ, წყალი დალიე! 1:0 ჯანსაღი ცხოვრების სასარგებლოდ!

ჩვევა #10: და ბოლოს, ჩვევად აქციე ლოტოს ბილეთის შეძენა
დაგვეთანხმე, რომ არაფერი უდგას წინ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ერთი 2-ლარიანი ლოტოს ბილეთის შეძენას, რიცხვების ამორჩევას და გათამაშებისთვის თვალის მიდევნებას „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში, 20:50 სთ-ზე. ვინ იცის, იქნებ შენ ხარ ის იღბლიანი, რომელიც მომდევნო კვირაში მილიონლარიან ჯეკპოტს იგებს?

გახსოვდეს, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?