10 რამ რაც შეგიძლია გააკეთო სახლიდან გაუსვლელად - კვირის პალიტრა

10 რამ რაც შეგიძლია გააკეთო სახლიდან გაუსვლელად

გარეთ ნელ-ნელა აცივდა, დაზამთრდა და სულ მალე შაბათკვირაობით მზით ტკბობის ნაცვლად სახლში, რბილ დივანზე გემრიელად მოკალათების და პლედში გახვევის დრო დადგა.

გთავაზობთ 10 სახალისო და სასარგებლო აქტივობას, რაც შეგიძლია გააკეთო, სახლიდან გაუსვლელად.

1. თაროს სიღრმეში შემალული წიგნები

ყველა წიგნი გაქვს წაკითხული, რაც კი თაროზე გაქვს შემოდებული? ცხადია, არა. არაფერი ჯობს თაროს სიღრმეში კარგი, ჯერ კიდევ წაუკითხავი, წიგნის აღმოჩენას.

2. სამზარეულოს იდუმალი უჯრები

ჩვენ ხშირად არ გვახსოვს, თუ რას ვინახავთ სამზარეულოს უჯრებში. ამიტომაც ვყიდულობთ ძალიან ბევრ სკოჩს, ელემენტებს, ჭიკარტებს და სხვა ისეთ წვრილ, მაგრამ აუცილებელ ნივთებს, რომელთა არსებობაც უჯრაში ჩადებისთანავე გვავიწყდება.

3. რაც მაცივარში გაქვს, ის

დაისახე სახალისო გამოწვევა: შეძლებ თუ არა გემრიელი და მარტივი კერძის მომზადებას, რაც მაცივარში გაქვს, მხოლოდ იმით.

4. ლუქების აწყობა

დაგვეთანხმები, რომ ქალების უმრავლესობის მუდმივი თავისტკივილია „ხვალ რა ჩავიცვა“. ამიტომაც, კიდევ ერთ სახალისო აქტივობას გთავაზობთ: თითოეულ საკიდზე ააწყვე თითო ლუქი. ასე ტანსაცმელსაც დაახარისხებ, გაერთობი და ერთ მსხვილ პუნქტსაც მონიშნავ ყოველდღიურად გასაკეთებელი საქმეების სიიდან.

5. მოწესრიგებული დესკტოპი

კიდევ ერთი სასარგებლო აქტივობაა კომპიუტერში ფაილების მოწესრიგება. დესკტოპზე იმდენი ფაილი გდია, რომ უკანა ფონის გარჩევა უკვე გიჭირს? ან იქნებ ერთი მატყუარა ფოლდერი, სახელად „მასალები“ გიდევს, სადაც სინამდვილეში ასევე დიდი ქაოსია? მოაწესრიგე ასეთი ფოლდერები: ძველი ფაილები წაშალე, დაარქვი ყველაფერს გასაგები სახელი, შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი ძალიან ეფექტურია.

6. ბავშვობის გახსენება

გაიხსენე ბავშვობა: ჩართე შენი ბავშვობის მულტფილმები და მოიდგი სასუსნაო თამამად! უკვე ზრდასრულს არავინ მოგცემს შენიშვნას, რომ არაჯანსაღ საკვებს მიირთმევ ან ზედმეტად ბევრ დროს უთმობ ეკრანს და სამეცადინო გაქვს.

7. განახლებული ფლეილისტი მობილურში

დიდი ხანია ერთ სიმღერაზე ბოლომდე ვეღარ ჩერდები, ისტერიულად რთავ შემდეგზე და სასურველ ტრეკს ვერ აგნებ? დროა ფლეილისტი განაახლო. გამოიყენე ერთი ასეთი თავისუფალი შაბათ-კვირა ამ საქმისთვის.

8. კარაოკე?

თუკი მარტო ცხოვრობ, დროა შენი თავი მიკროფონთან გამოსცადო. გადმოწერე კარაოკე აპლიკაციები, აირჩიე სიმღერა და იმღერე თავდავიწყებით!

9. ბავშვები

თუკი ბავშვები გყავს, მოსაწყენად დრო ნამდვილად არ დაგრჩება. წვიმიანი შაბათ-კვირა იდეალურია სახლში ინდიელთა ბანაკის მოსაწყობად. პლედები, ბალიშები, გადასაფარებლები და ნაძვის ხის მოსართავი ნათურები - ამ ყველაფრით იდეალური ინდიელის კარვის აწყობა შეიძლება.

10. გამდიდრებაზე რას იტყოდი?

უეცრად გამდიდრება სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება. ამისათვის საჭიროა შეხვიდე www.lotto.ge-ზე, შეავსო 6/42 ლოტოს ბილეთი და ყოველ სამშაბათსა და პარასკევს დაელოდო გათამაშებას. რომ იცოდე, ჯეკპოტი მილიონ ლარს გადაცდა!

გახსოვდეს, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

(R)