Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა
Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა
15 ნოემბერს, Georgia Real Estate Holding-მა ახალი ბიზნეს მიმართულება დაიმატა და კარტოზიას ქ.10-ში, საერთო სამუშაო სივრცე Collective გახსნა. ტექნიკურად სრულად აღჭურვილი სივრცე 100-მდე მომხმარებელზეა გათვლილი და იდეალურია როგორც პროდუქტიული მუშაობისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის.

m2 Collective-ის კარი კვირაში 7 დღისა და 24 საათის განმავლობაში ღიაა. სივრცის ერთჯერადი თუ რეგულარული მომხმარებელი, უზრუნველყოფილი იქნება საოფისე თუ შეხვედრების ოთახებით, ინდივიდუალური სათავსოებით, საოფისე ტექნიკითა და ავტოსადგომით.


m2 Collective-ის საერთო სამუშაო სივრცე ისეა დაგეგმილი, რომ მომხმარებლებს
მაქსიმალური სიმყუდროვის განცდა ჰქონდეთ, ხოლო ინდივიდუალურად მუშაობის მსურველთათვის კომფორტული იზოლირებული ოთახებია გამოყოფილი. აქ განთავსებული თანამედროვე საოფისე ტექნიკა ყველა პროცესის ადგილზე განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, ძალიან მოსახერხებელია.


ახალი სამუშაო სივრცე მიმზიდველი არქიტექტურითა და კომფორტული შიდა დიზაინით ხასიათდება. არის მყუდრო და მიმზიდველი როგორც
საქმიანი, ისე შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ამრიგად თავისუფლად შეიძლება მათი საუკეთესო იდეების განხორციელების ადგილად იქცეს.


„m2 Collective“ ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი ახალი წარმატებული პროექტია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე დროში საქმის წარმოება, კომპანიებთან თანამშრომლობა თუ საკუთარი ბიზნესის მართვა, დისტანციურადაც შესაძლებელია. ამიტომ ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, მსგავსი ტიპის სივრცის გახსნა აუცილებლად მივიჩნიეთ. მჯერა, რომ Collective-ი ბევრი ადამიანისთვის იქცევა ახალი იდეებისა და ნოვატორული პროექტის განხორციელების საფუძვლად, რაც ქვეყნის საქმიან და შემოქმედებით სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები