26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა - კვირის პალიტრა

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს კარგად იციან საბვეიში და სწორედ ამიტომ საერთაშორისო ბრენდი სენდვიჩების მოყვარულებს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურად განახლებულ მენიუს სთავაზობს.

ახალი მენიუ

არ შეეჩვიო ერთფეროვნებას, შეცვალე, რაც გინდა, როცა გინდა - ასეთია საბვეი საქართველოს მიდგომა, რომელიც უკვე პრაქტიკაში ხორციელდება მისი დამაარსებლის, ფრედ დელუკას საუკეთესო ტრადიციებში. თბილისისა და ბათუმის ყველა რესტორანში 26 ახალი და გემრიელი არჩევანის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

რა იცვლება?

საბვეის სტუმრებს რესტორნებში სრულიად ახალი მენიუ ხვდებათ. ახალი დღის სენდვიჩები, პროტეინით სავსე საფირმო სალათები, ბოსტნეულის ტრადიციული მრავალფეროვანი არჩევანი და მენიუს სიამაყე - პური გლუტენის გარეშე. მენიუშია ახალი წასახემსებლებიც - მიუსლის პური, ქათმისა და ბოსტნეულის ქუესადილა და სალათები, რომლებიც ნებისმიერ სხვა არჩევანს მოუხდება.

ახალი არომატები

სალათების, ვრაპებისა და რა თქმა უნდა, სენდვიჩების მოყვარულთათვის არომატებშიც უამრავი სიახლეა - განახლებულია ინგრედიენტები, სოუსები, ტოპინგები, კომბინაციები - ის, რაც ჩვენს სტუმრებს ასე ძალიან უყვართ. რამდენიმე სახეობის ახალი ყველი, ხრაშუნა ხახვი, ცხარე ჩილი, ვინაგრეტე, ბარბექიუს სოუსი განახლებული რეცეპტით და რაღა თქმა უნდა, ტრადიციული ჰალაპენიო - გასინჯეთ და თავად დარწმუნდებით.

გახდი მწვანე

ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის ახალ მენიუში უამრავი არჩევანია. ისპანახი, ტკბილი სიმინდი, წითელი კომბოსტო და 4 სრულიად ახალი ვეგანური სენდვიჩი! ერთი სიტყვით საბვეის ახალ მენიუში ახალი არჩევანი ყველასთვის მოიძებნება.

ასე რომ, მოდი საბვეიში, თბილისსა და ბათუმში, შექმენი შენებურად, გააკეთე ის, რაც გინდა და რაც მთავარია, არ შეეჩვიო ერთფეროვნებას.

*საბვეის უგლუტენო პურისა და ვეგანური პროდუქტების მირთმევისას, გაითვალისწინეთ, რომ დამზადებისას ეს პროდუქტები შეიძლება შევიდეს კონტაქტში გლუტენთან და არავეგანურ პროდუქტებთან.

(R)