"დეინსტიტუციონალიზაცია ვერ იმუშავებს, თუ ქვეყანაში არ არის სათემო სერვისები" - ბარიერები და გამოსავალი შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე - კვირის პალიტრა

"დეინსტიტუციონალიზაცია ვერ იმუშავებს, თუ ქვეყანაში არ არის სათემო სერვისები" - ბარიერები და გამოსავალი შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე

არჩევანის თავისუფლება და საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, პირადი სივრცე, გაუმჯობესებული ურთიერთობები - ეს იმ სარგებელთა ჩამონათვალია, რაც შშმ პირების თემში დამოუკიდებელ ცხოვრებას მოაქვს.

გაეროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მიხედვით, ამავე გაერთიანების ყველა წევრ ქვეყანას ოფიციალურად აქვს ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება - ინსტიტუციების ნაცვლად საზოგადოებაში.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, პრობლემის მართვის რა მექანიზმები არსებობს, რა ბარიერებს აწყდებიან წევრი ქვეყნები და რა გამოსავალს პოულობენ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად?

ქვემოთ, მაგალითებისთვის დასახელებულია ის ბარიერები, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში აწყდებიან. ბარიერების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • დაფინანსების ნაკლებობა;
  • ინვესტორების ინტერესი არსებული სიტუაციის შესანარჩუნებლად;
  • შშმ პირებისთვის კანონიერი უფლებების ჩამორთმევა
  • ინსტიტუციური აზროვნება საზოგადოებაში;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმოდგენა, რომ უნდა ეყრდნობოდნენ მხარდამჭერს;
  • ოჯახების შფოთვა და უნდობლობა;
  • სწავლების, ინფორმირებისა და მზაობის სიმცირე.
  • რაც შეხება გამოსავალს, ჩამონათვალი მოიცავს:
  • ადეკვატურ და რელევანტურ თემზე დაფუძნებული სერვისებს, მორგებული ინდივიდის საჭიროებებს;
  • მხარდაჭერითი სერვისების ფართო სპექტრს, შშმ პირების განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებად;
  • დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ კანონებს;
  • ადეკვატურ დაფინანსებას, თემზე დაფუძნებულ სერვისებს;
  • საზოგადოების, განსაკუთრებით პერსონალის დამოკიდებულებების შეცვლას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაუმჯობესებულ აღქმას;
  • ცნობიერების ამაღლებას და პოზიტიურ ისტორიებს;

პრობლემის გადაწყვეტაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ვითვალისქინებდეთ, რომ "დეინსტიტუციონალიზაცია ვერ იმუშავებს, თუ ქვეყანაში არ არის სათემო სერვისები".

(R)