"პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს - კვირის პალიტრა

"პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს

"პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსს იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალური ისტორიების განხილვის შედეგად, ციფრული მარკეტინგული აქტივობები შეისწავლონ და თავადვე განახორციელონ.

გამოცდილი ტრენერებისგან მიღებული ცოდნით, კურსის მონაწილე შეძლებს, საშუალო და დიდი მოცულობის ინფორმაცია სწრაფად დაამუშაოს; ასევე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული აქტივობები.

გარდა ამისა, მას საშუალება ექნება, განსაზღვროს კამპანიების სარეკლამო წყაროები და ორგანულად მიღებული ტრაფიკის ანალიზის შედეგად, მათი ოპტიმიზაცია მოახდინოს.

კურსის ტრენერები იქნებიან წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ტემპუსის საგანმანათლებლო პროექტ LMPH-ის მკვლევარი - ბიზნეს ანალიტიკოსი დავით ნოზაძე, SEO აუდიტორი, ციფრული ანალიტიკოსი, საქართველოში პირველი რეთარგეთინგის სისტემის შემქმნელი, "პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი გოგა ბიბილური.

კურსის განმავლობაში ტრენერები მონაწილეებს შეასწავლიან Email Marketing-ს, CRM-ის მნიშვნელობას, Social Media Bots-ის არსს (ბოტი, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი, ბოტის დაგეგმვის პროცესი, ბოტის ტექნიკური პლატფორმების მიმოხილვა, ბოტის დაგეგმვა, აწყობა).

ასევე, კურსის მონაწილეები შეისწავლიან, რა არის "ტრაფიკი“, 4P ციფრულ მარკეტინგში, სეგმენტაცია და Buyer Personas, ანალიტიკა. გარდა ამისა, ტრენერებისგან მიიღებენ ინფორმაციას SEO-სა და ციფრულ მარკეტინგში არსებული სხვა მნიშვნელოვანი ხელსაწყოების შესახებ. მათ საშუალება ექნებათ, გააანალიზონ რეკლამის ტიპები, "დისფლეი“ და საძიებო რეკლამა.

აღსანიშნავია, რომ კურსი არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ნაწილზეც არის ორიენტირებული. იმას, რასაც მონაწილეები თეორიულად შეისწავლიან, პრაქტიკაში განახორციელებენ და ამ გზით საშუალება მიეცემათ, თავიანთი ცოდნა სრულყონ.

დღეს, ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ჯერჯერობით, სფერო სპეციალისტების დეფიციტს განიცდის, ამიტომ "პრაქტიკული აკადემიის“ კურსი ციფრული მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის კარგი საშუალებაა, ახალ უნარებს დაეუფლონ და ამ მოთხოვნადი პროფესიით დასაქმდნენ.

"პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. "პრაქტიკულ აკადემიაში“ ფუნქციონირებს როგორც კომპლექსური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.

"პრაქტიკული აკადემიის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზეა დაფუძნებული და ქართველი ტრენერების მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოიცავს.