განსაკუთრებული ფასდაკლება საახალწლო პროდუქციაზე - "ბიბლუსში“ "შავი პარასკევია“ - კვირის პალიტრა

განსაკუთრებული ფასდაკლება საახალწლო პროდუქციაზე - "ბიბლუსში“ "შავი პარასკევია“

წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში "ბიბლუსი“ "შავ პარასკევს“ გამორჩეულ ფასდაკლებას გთავაზობთ. 29 ნოემბერს მომხმარებელი ულამაზეს საახალწლო კოლექციას 40%-იანი ფასდაკლებით შეიძენს, თოვლის ბაბუებს განსაკუთრებულ ფასად, 19.95 ლარიდან. ფასდაკლება შეეხება სრულ საახალწლო კოლექციას.

"ბიბლუსის“ მაღაზიებში წარმოდგენილია ევროპული, მაღალი ხარისხის, ტრენდული და ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოები, ნაძვის ხეები, საახალწლო დეკორი, უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი ჭურჭელი საახალწლო დიზაინით, მუსიკალური ზარდახშები და სხვა საახალწლო აქსესუარები, რომლებიც თქვენს ახალი წლის დღეებს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს.

მაღაზიათა ქსელში ასევე წარმოდგენილია საახალწლო განათების აქსესუარები და Christmas Inspiration-ის ლიმიტირებული კოლექცია. აღნიშნულ ნივთებს მომხმარებელი "შავ პარასკევს“ 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენს.

საახალწლო კოლექციის პარალელურად, "ბიბლუსში“ 30 ნოემბრის ჩათვლით, 25%-50%-იან ფასდაკლებას მიიღებთ გამორჩეულ წიგნებზე, სათამაშოებსა და საკანცელარიო ნივთებზე.

(R)