ბათუმი საქმიანი ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას მასპინძლობს
ბათუმი საქმიანი ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას მასპინძლობს
ამ წუთებში, ბათუმში საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიმდინარეობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება "მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ საქართველოში პირველად ტარდება. მასტერკლასზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისევე როგორც საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებს აჭარიდან, იმერეთიდან, სამგრელოდან და კახეთიდან საშუალება აქვთ გაიგონ საქმიანი ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ღონისძიებაზე დამსწრე ორგანიზაციებთან.

სემინარზე ICCA-ს და UNWTO-ს საერთაშორისო სპიკერები ალესანდრა
პრიანტე და ელიფ ბალჩი ფისუნოღლუ ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია, ICCA, ასოციაციების როლი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, შეხვედრების ინდუსტრიის მთავარი სარგებელი, თანამედროვე ტენდენციები და ეკონომიკური კლასტერები. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მასში მეზობელი ქვეყნების ტურიზმის სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირებიც (სომხეთი,
უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი) მონაწილეობენ.

"ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება და გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად სწორედ ბათუმი შეირჩა. ეს ერთის მხრივ ხელს უწყობს საქმიან ტურიზმში ჩართული კომპანიების, ორგანიზაციების განვითარებას, მეორეს მხრივ კი ბათუმის, როგორც საქმიანი ტურიზმისთვის მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებას. ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბათუმი გახდეს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ღონისძიებას გარდა სექტორისა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის მმართველი რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
დღის კითხვადი სტატიები