წნევის პრობლემები - 9 დეკემბრიდან "ჰარვარდის სამედიცინო გზამკველვის" მეორე ტომი გამოვა
წნევის პრობლემები - 9 დეკემბრიდან "ჰარვარდის სამედიცინო გზამკველვის" მეორე ტომი გამოვა
9 დეკემბერიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი - "წნევის პრობლემები" იქნება ხელმისაწვდომი.

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის" არის სერია, რომელიც მკითხველს ყველაზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოსტიკაზე, გამწვავების მართვასა და პრობლემების მოგვარების გზებზე პოპულარული ენით მიაწვდის ინფორმაციას.

სერიის მეორე წიგნში მკითხველი მოიძიებს ინფორმაციას დიეტებზე, რომლებიც წონაში დასაკლებად და არტერიული წნევის დასაწევად გამოადგებათ; გაეცნობა გავრცელებული მედიკამენტების სიას, რომელთა მიღებითაც წნევა იმატებს; აქვეა სახლში წნევის გასაზომი
ხელსაწყოების გამოყენების ინსტრუქცია.

გზამკვლევების თარგმანზე გამოცდილი მთარგმნელები ნინო მესტვირიშვილი და ნინო ბელთაძე მუშაობდნენ.

"ეს საქმე ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. თარგმნისას ყველა დეტალი და ყველა ტერმინი სანდო წყაროებთან არის გადამოწმებული," - ნინო მესტვირიშვილი.

გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში "წნევის პრობლემები" გაზეთთან ერთად, სპეციალურ ფასად - 8 ლარად
იქნება ხელმისაწვდომი.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
დღის კითხვადი სტატიები