სილქნეტმა მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
სილქნეტმა მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
კომპანია სილქნეტი მუდმივად ავითარებს ფიქსირებულ და მობილურ ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ახორციელებს. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები მობილური ქსელის მოდერნიზაციისთვის ჩატარდა. სილქნეტი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა "ერიქსონი“ და "ჰუავეი“.

როგორც 2018, ისე 2019 წლის განმავლობაში, უმთავრეს პრიორიტეტად მობილური ქსელის გაუმჯობესება იქცა. ამ პერიოდში გაწეული ინვესტიციების მოცულობამ ასობით მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ მობილური ქსელის მოდერნიზაციას მოხმარდა.

სილქნეტმა განახორციელა დასახული მიზანი, წლის ბოლოსთვის, როგორც აღმოსავლეთ,
ისე დასავლეთ საქართველო სრულად დაეფარა ყველაზე სწრაფი 4.5G ქსელით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც არ იყო მეოთხე თაობის ქსელი, მოეხდინა ამ ტექნოლოგიის დანერგვა. ინტენსიური და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მაგისტრალზეც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს არამარტო ქალაქებსა და რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას
შეუფერხებლად მიიღოს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი.

სილქნეტმა მობილურ ქსელში უპრეცედენტო ოპტიმიზაციის სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქშიც, მათ შორის მეტროპოლიტენში. ასევე, გააფართოვა მიმდინარე წლის ზაფხულში დანერგილი 4.9G ტექნოლოგიის არეალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უსწრაფესი, 1 გიგაბიტ/წამამდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით. ეს ტექნოლოგია 5G-ის წინამორბედია, რითაც სილქნეტი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. 4.9G სიჩქარე 7-ჯერ აღემატება დღეისათვის საქართველოში არსებულ, ყველაზე სწრაფ 4.5G ინტერნეტის სიჩქარეს. ეს ქსელი, თავდაპირველად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში: რუსთაველის, მიმდებარე ქუჩების, ვერა-ვაკის და ბაგების ტერიტორიაზე დაინერგა. დღეისათვის ამ ტექნოლოგიით სარგებლობა თბილისის სხვა უბნებშიც შესაძლებელია. მომავალ წელს "გიგაბიტ ელტეი“ თბილისს სრულად დაფარავს და ყველაზე დიდ ქალაქებსა და დასახლებებში დაინერგება.

წლის მნიშვნელოვანი პროექტი, სეზონის დადგომამდე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე და საზღვაო კურორტებზე ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოები იყო, რამაც განაპირობა მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტისა და უწყვეტი კავშირის მიწოდება დამსვენებლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზამთრის სეზონის მოახლოებისას, კომპანია ამჟამად სამთო კურორტების სტუმრებს უსწრაფესი მობილური ინტერნეტით უზრუნველჰყოფს - გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და აჭარაში.

ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ ააშენა ქსელი, რომელიც დღეისათვის ხარისხით და მობილური ინტერნეტის სისწრაფით უალტერნატივოა. მომხმარებელს შეუზღუდავ შესაძლებლობებს უხსნის, უპრეცენდენტო ინოვაციებს სთავაზობს სატელეკომუნიკაციო ბაზარს.
სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 4,5G სარეკლამო კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 19 ლარად ერთთვიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტს სთავაზობს, რომ განახლებული ქსელი და სიჩქარე თითოეულმა აბონენტმა გამოცადონ. კამპანია სახელით "ეს უნდა გამოცადო“ 6 დეკემბრიდან დაიწყება.

სილქნეტი-ყველაფერი კავშირშია!

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები