რომელი კომპანიები ჩაერთვებიან წინა საახალწლოდ ქველმოქმედებაში? - კვირის პალიტრა

რომელი კომპანიები ჩაერთვებიან წინა საახალწლოდ ქველმოქმედებაში?

სიკეთის კეთებას დღესასწაულები არ სჭირდება, თუმცა მაინც შობა-ახალი წლის პერიოდი სხვების გაბედნიერებასთან, სხვაზე ზრუნვასთან ასოცირდება.

2020 წლის მოახლოებასთან და სადღესასწაულო განწყობის ამაღლებასთან ერთად, "ფეისბუქში“ გააქტიურდა კამპანიები, რომლებიც გადაუდებელი მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანების დახმარებისკენ მოგვიწოდებს. ზოგიერთ კამპანიაში ჩართული ადამიანები კი კერძო და საჯარო უწყებებს სთხოვენ, საახალწლო დეკორაციების შეძენის ნაცვლად, დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

კომპანია SPAR Georgia-მ გადაწყვიტა, საზოგადოების მიერ წამოწყებულ კამპანიას შეუერთდეს, ამიტომ წელს, საახალწლო დეკორაციებს არ შეიძენს და ამ თანხით იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ. ამის შესახებ SPAR Georgia-ს მმართველმა დირექტორმა, მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა.

კომპანია მიიჩნევს, რომ თუ ამ ქმედებით ერთ სიცოცხლეს მაინც გადაარჩენენ, ამით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საახალწლო დეკორაციებით შექმნილ განწყობაზე დიდი წვლილ შეიტანენ. ამავეს მოგვიწოდებენ ჩვენც.

"ბოლო პერიოდში ძალიან ხშირი გახდა სოციალურ ქსელებში დახმარების თხოვნასთან დაკავშირებული პოსტები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხება.

საქველმოქმედო აქცია "ბედნიერი 2020“ ერთჯერადი არ იქნება. კომპანია SPAR-მა შექმნა ანგარიში და მთელ ბიზნეს სექტორსა და ყველა ჩვენგანს მოგვიწოდა, ნებისმიერი მოცულობის თანხა გადავრიცხოთ მათ დასახმარებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამასთან, კომპანიამ SPAR GEORGIA-მ გამოიწვია ვაკის ხორც პროდუქტები, ნიკორა, ემ ჯგუფი და თიბისი ბანკი , მოუწოდებს რომ ერთად ჩაერთონ ქველმოქდებაში და გამოიწვიონ სხვა ორგანიზაციებიც.

სიკეთე გადამდებია, ამიტომ მთელს ქვეყანაში უნდა გაგავრცელოთ და ყველა ჩვენგანს დავუყენოთ ბედნიერი შობა-ახალი წელი.