"ბიბლუსს" კიდევ ორი ახალი ფილიალი შეემატა - კვირის პალიტრა

"ბიბლუსს" კიდევ ორი ახალი ფილიალი შეემატა

"ბიბლუსის" ახალგახსნილი ფილიალები მომხმარებელს ტრადიციულად საუკეთესო ლიტერატურას, საკანცელარიო ნივთებსა თუ სხვა სუვენირებს შესთავაზებს, მათთან ერთად კი იმ ექსკლუზიურ საახალწლო აქსესუარებს, რომლებსაც მხოლოდ "ბიბლუსში" ნახავთ

მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" კიდევ ორი მაღაზია გახსნა: ვაჟა-ფშაველას #70-სა (განახლებული "სითი მოლი") და წერეთლის #76-ში, რითაც მომხმარებელსა თუ მკითხველს მშვენიერი საახალწლო სიურპრიზი შესთავაზა: ისევე, როგორც სრულ ქსელში, "ბიბლუსის" ახალგახსნილ ფილიალებში წიგნებთან ერთად ის საახალწლო ექსკლუზიური აქსესუარები გაიყიდება, რომელთაც მხოლოდ "ბიბლუსში" ნახავთ და მხოლოდ "ბიბლუსის" მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი! ამ და სხვა საინტერესო სიახლეებზე მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი ზურაბ კვირიკაშვილი გვესაუბრება:

- დედაქალაქს "ბიბლუსის" კიდევ ორი მაღაზია შეემატა, ეს კი "ბიბლუსის" მიმართ მომხმარებლის განსაკუთრებულ ინტერესსაც გულისხმობს. "ბიბლუსის" ახალგახსნილი ფილიალები მომხმარებელს ტრადიციულად საუკეთესო ლიტერატურას, საკანცელარიო ნივთებსა თუ სხვა სუვენირებს შესთავაზებს, მათთან ერთად კი იმ ექსკლუზიურ საახალწლო აქსესუარებს, რომლებიც სხვაგან არსად იყიდება და მხოლოდ "ბიბლუსში" ნახავთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "სითი მოლში" "ბიბლუსის" ფილიალი მაღაზია "პეპელასთან" ერთად არის განთავსებული, რაც მომხმარებელს კიდევ მეტ კომფორტს შეუქმნის წიგნებისა თუ სათამაშოების შეძენისას. რაც შეეხება წერეთლის გამზირზე მდებარე ქსელის ახალგახსნილ ფილიალს, ამავე გამზირზე "ბიბლუსის" ერთი მაღაზია უკვე ფუნქციონირებს, თუმცა მომხმარებელმა მეორე მაღაზიის გახსნაც ისურვა, "ბიბლუსი" კი მომხმარებლის სურვილს ყოველთვის ითვალისწინებს. "ბიბლუსის" ახალ მაღაზიებში წარმოდგენილია წიგნები, საკანცელარიო ნივთები და საბავშვო სათამაშოები. ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე. შეიძინოს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის და უბრალოდ საყვარელი ადამიანებისთვის, გაუკეთოს მათ საახალწლოდ განსაკუთრებული საჩუქარი. ჩვენს ახალგახსნილ მაღაზიებშიც, ისევე როგორც მთელ ქსელში, წიგნებთან ერთად მრავალფეროვანი და ხარისხიანი საახალწლო აქსესუარები გაიყიდება, ყველაფერი, რაც საახალწლოდ პატარებსა და უფროსებსაც გაახარებს. საახალწლო ასორტიმენტი ქსელის ნებისმიერ მაღაზიაში არის წარმოდგენილი, თუმცა მათგან ხუთ მაღაზიაში სრული საახალწლო კოლექციაა. მათ შორის ჭავჭავაძის გამზირი #7, კანდელაკის ქუჩა #7, წერეთლის გამზირი #76, ვაჟა-ფშაველას #70, ასევე, ბათუმის "ბიბლუსი გალერეაში", რომელიც მემედ აბაშიძის #52-ში მდებარეობს.

- "ბიბლუსს" საახალწლოდაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ეს, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ აქ მხოლოდ ექსკლუზიური საახალწლო აქსესუარები იყიდება. - "ბიბლუსის" ქსელში იყიდება ის საახალწლო აქსესუარები, რომელთა ექსკლუზიური შემომტანი მხოლოდ "ბიბლუსია" და სხვაგან ვერსად იყიდით. ქსელში ისეთი საახალწლო სათამაშოებიც არის, რომელიც ერთადერთია და ორეული არ გააჩნია. ამასთანავე, ყველაფერი ეს ევროპიდან შემოტანილი მაღალხარისხიანი ასორტიმენტია, მათ შორის ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, უკრაინიდან... ჩვენი ნაძვის ხეები ფინეთსა და უკრაინაშია დამზადებული, დანარჩენი კი, იქნება ეს სათამაშოები, დეკორაციები, ფაიფურის ნივთები თუ ნათურები, ჰოლანდიასა და გერმანიაში. საახალწლოდ ჩვენს ქსელში ბევრ საყვარელ და საინტერესო საახალწლო აქსესუარს ნახავთ, რომელთაც განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს. მაგალითად, ჩვენ "გვყავს" კლასიკური "თოვლის ბაბუები", რომელთაც ნამდვილი ბაბუების სახელები დავარქვით. ასე რომ, "ბიბლუსში" შეხვდებით ჭიჭიკიას, ბიჭიკოს, დათიკოსა და სხვა უამრავ "ბაბუას", რომელთაც თავიანთი სახელები ქურქზე აქვთ მიმაგრებული და ბავშვებს ახარებენ. შესაბამისად, მათი სეხნია ბაბუებიც გაახარებენ შვილიშვილებს ამ "ბაბუების" შეძენით.

დავძენ, რომ ჩვენს სათამაშოებში პლასტმასის საახალწლო ბურთებთან ერთად იყიდება ფაიფურის ფიგურები, დეკორაციები და ნაძვის ხის ნამდვილი მინის აქსესუარები.

- რომლებიც ძალიან ახარებდა უფროს თაობებს და გაახარებს ბავშვებსაც - თუკი ეს სათამაშო გაუტყდებათ, ხელმარჯვე უფროსებმა მისი ნამსხვრევებით შეიძლება ახალი და ორიგინალური საახალწლო სათამაშოები დაამზადონ. - დიახ, თუმცა მსურველს ასევე ულამაზეს პლასტმასის საახალწლო სათამაშოებსაც შევთავაზებთ. რაც მთავარია, ამ სუვენირებთან ერთად მომხმარებელი "ბიბლუსის" ქსელში საახალწლოდ არა მარტო სასაჩუქრე წიგნებს შეიძენს - წიგნი ხომ ყველა ზეიმის ფასდაუდებელი საჩუქარია, რომელიც მუდამ გვრჩება და იმ ბედნიერ ახალ წელსაც მოგვაგონებს, როდესაც ის გვაჩუქეს.