Expedia, WIZZ AIR - სად და როგორ მიმდინარეობს აჭარის პოპულარიზაცია
Expedia, WIZZ AIR - სად და როგორ მიმდინარეობს აჭარის პოპულარიზაცია
აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, ბათუმის და ზოგადად, რეგიონის რეკლამირება ლიეტუვაში რეიტინგული და ყველაზე ყურებადი ტელევიზიის LNK ეთერით ხორციელდება, რომელსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

პარალელურად, აჭარის პოზიციონირება მიმდინარეობს სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia, რომლის მილიონობით მომხმარებელი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ ღებულობს ინფორმაციას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ცნობადობის გაზრდისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს 16
სამიზნე ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში, ეტაპოპრივად ანხორციელებს.

"შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო აქტივობების ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის რეკლამირებას პოლონეთში, უკრაინაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა სამიზნე ქვეყნებში. წელს პირველად, დავიწყეთ თანამშრომლობა სამოგზაურო, დაჯავშნის პორტალთან Expedia, რომლის მეშვეობითაც გვსურს ჩვენს სამიზნე აუდიტორიას გავაცნოთ აჭარა, საქართველო, როგორც მათთვის ახალი, საინტერესო
ტურისტული მიმართულება. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას WIZZ AIR -თან, რომლის დაბრენდილი ჩასხდომის ბარათებით პოტენციურ უკრაინელ ტურისტებს მოვუწოდებთ აჭარას ეწვიონ. საერთაშორისო ტელეკომპანიების პარალელურად, ჩვენ აჭარის საიმიჯო რგოლების გაშვება უკვე სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ ტელეარხებზე დავიწყეთ. ამ შემთხვევაში ესაა ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, რომლის ეთერშიც ჩვენი ორი ვიდეორგოლი ტრიალებს. ამ და სხვა სარეკლამო აქტივობების მიზანი, ბუნებრივია ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

(R)









მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები