ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მეორე ტომი წნევის პრობლემებზე უკვე ხელმისაწვდომია - კვირის პალიტრა

ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მეორე ტომი წნევის პრობლემებზე უკვე ხელმისაწვდომია

ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მეორე ტომი, რომელიც წნევის პრობლემებს ეხება, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უკვე გამოვიდა.

არტერიული ჰიპერტენზია საგანგაშოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 60 წლის ზემოთ მსოფლიო მოსახლეობის 50 პროცენტს აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა. მთლიანობაში პლანეტის 20% ჰიპერტონიკია.

არცთუ იშვიათად, ჰიპერტენზია დიაგნოსტირდება სრულიად შემთხვევით, მაგალითად, დისპანსერული გასინჯვის დროს.

დაავადების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება, დროულად ყურადღების მიქცევა დაგვეხმარება ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი მძიმე გართულებების თავიდან აცილებასა და მის მკურნალობაში.

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მთელი ოჯახისათვის" - ეს არის 100%-ით დაზუსტებული ინფრომაცია, რომელიც მკითხველს დღეისათვის ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვასა და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას ასწავლის.

მეორე ტომი - "წნევის პრობლემები" მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დავირეგულიროთ წნევა, როგორ გამოვიყენოთ სახლში წნევის გასაზომი ხელსაწყოები, ასევე, გავეცნობით დიეტებსა და მედიკამენტების სიას.

შეგახსენებთ, რომ გზამკვლევის მეორე ტომი, ერთი კვირის განმავლობაში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად - 8 ლარად არის ხელმისაწვდომი.