რომელ ქართულ ბანკს გაუზარდა რეიტინგი Fitch Ratings-მა ბოლო მონაცემებით? - კვირის პალიტრა

რომელ ქართულ ბანკს გაუზარდა რეიტინგი Fitch Ratings-მა ბოლო მონაცემებით?

მსოფლიოს სარეიტინგო კომპანიების სამეულში შემავალმა Fitch Ratings-მა სს "ხალიკ ბანკი საქართველოს" 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა და გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) "BB-" დან "BB" პოზიტიური პროგნოზით გაუზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ხალიკ ბანკის" რეიტინგი მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაუმჯობესდა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის "ხალიკ ჯგუფი", რომლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზრადი წევრიც "ხალიკ ბანკი საქართველოა". თავად ჯგუფი წარმოდგენილია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, რუსეთისა და საქართველოს საფინანსო ბაზარზე.

"ხალიკ ბანკი ყაზახეთის" რეიტინგი ამ ეტაპზე არის "BB+" პოზიტიური პროგნოზით. Fitch Ratings-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ხალიკ ბანკ ხაზახეთსა" და "ხალიკ ბანკ საქართველოს" შორის მცირე სარეიტინგო სხვაობა ჯგუფში ქართული ბანკის მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს. ქართული ბანკის დაწინაურება პოზიტიურად აისახება თავად ჯგუფზე, რომელიც ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და თავისი არსებობის 95 წელს ითვლის. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე კი "ხალიკ ბანკი" 2008 წლიდან არის წარმოდგენილი როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც სთავაზობს კორპორაციულ და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს.

"ხალიკ ბანკი საქართველოს" დაწინაურება განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე არსებული მსხვილი ბანკების რეიტინგი "BB"დან "BB-"-მდე შემცირდა.

(R)