"ყოველ ახალ წელს ასეთი რიტუალი მაქვს" - კვირის პალიტრა

"ყოველ ახალ წელს ასეთი რიტუალი მაქვს"

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ახლოვდება მისი მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის მორთვისა და მასთან დაკავშირებული სასიამოვნო რიტუალები. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი, თუ რა ფერებში ააწყობთ ნაძვის ხეს, წარმოგიდგენთ ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ჩამონათვალს, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ნაძვის ხეები გააერთიანა.

სიაში ერთ-ერთი პირველი, ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრთან არსებული ნაძვის ხეა. ეს ცნობილი ნაძვის ხეები ბევრს თავს საახალწლო ფილმებიდან გაახსენებს. წყალზე მოტივტივე, დიდი და განათებული ნაძვის ხე გახდა საახალწლოდ რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ნაძვის ხის მდებარეობიდან გამომდინარე, ის მართლაც იქცევს ყველა ტურისტის ყურადღებას. მსოფლიოში ცნობილ და ლამაზ ნაძვის ხეებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პარიზის ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრში "გალერეა ლაფაიეტში" არსებულ ულამაზეს ნაძვის ხეს, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა ფერად ირთვება. გამორჩეულად ლამაზია ნაძვის ხე ლიეტუვაში, ვილნიუსის ცენტრში მდებარე ნაძვის ხე ვიზიტორების სიმცირეს არასდროს განიცდის.

ნაძვის ხის გარდა, ახალი წელი წარმოუდგენელია საჩუქრების გარეშე, მითუმეტეს თუ ოჯახში პატარები არიან. ისინი ხომ სულმოუთმენლად ელოდებიან თოვლის ბაბუას, რომელიც მათ დაასაჩუქრებს.

პატარების გარდა, ახალ წელს დიდების გახარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხომ ჯადოსნური დღესასწაულია. თუკი ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები ჯერ არ შეგირჩევიათ, ამისათვის კი დროც არ გაქვთ, ამის გაკეთება მარტივად, სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ უკვე ონლაინ სივრცეში.

აქვე გთავაზობთ ყველასათვის ცნობილი მსახიობების ისტორიებს ახალ წელთან დაკავშირებით.

ნიკოლ კიდმანი, მსახიობი: "ყველაზე გამორჩეული ახალი წელი 1999 წელს იყო, როდესაც სიდნეიში, გემზე ვიღებდით "მულენ რუჟს". ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, მთელმა ქალაქმა იქ მოიყარა თავი, მახსოვს როგორ ვცეკვავდით, ვერთობოდით"

ენდრიუ გარფილდი, მსახიობი: "ყოველ ახალ წელს ასეთი რიტუალი მაქვს, მივდივარ ინგლისში ჩემს მეგობრებთან ერთად, ფურცელზე ვწერთ ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რაც ჩვენს ცხოვრებაში მომხდარა გასულ წელს, ასევე იმასაც, რაც გვინდა რომ აღარ განმეორდეს ან გვინდა გამოსწორება, შემდეგ ამას ვწვავთ და ვყრით მდინარეში. ამ რიტუალს თითქმის ყოველ წელს ვასრულებთ".

მარგოტ რობი, მსახიობი: "რამდენიმე წლის წინ, მეგობრებისთვის მეტად მისტიური ღამე მოვაწყვე სასექსში. გვეცვა უცნაური ფორმები და ყველას მოვთხოვე ბრიტანული აქცენტით ესაუბრათ, საბოლოოდ, უცნაური, თუმცა საინტერესო ახალი წლის საღამო გვქონდა".

თუკი ნაძვის ხე ჯერ არ დაგიდგამთ და საყიდლებზე წასვლისთვის დროც არ გაქვთ, ამას მარტივად და სწრაფად შეძლებთ ელექტრონიკაში, სადაც ნაძვის ხეებისა და საახალწლო საჩუქრების ფართო არჩევანია.