როგორ უნდა იმუშაონ მოზარდის მშობლებმა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციაზე - კვირის პალიტრა

როგორ უნდა იმუშაონ მოზარდის მშობლებმა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციაზე

იმისათვის, რომ ცხოვრების ჯანსაღი სტილი დანერგო, როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ასევე შენ გარშემო არსებულ სოციალურ სინამდვილეში (იმიტომ, რომ ეს ორი ერთმანეთისაგან იზოლირებულად ვერ ხდება და არც ხდება) და, შესაბამისად, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრობლემა თავიდან აიცილო, არ არის აუცილებელი ამ საქმის პროფესორი ან აკადემიკოსი იყო. ამავე დროს, გარკვეული ელემენტარული ცოდნა საკითხისა წიგნიერება ამ სფეროში აუცილებელია; ამის გარეშე დიდია ალბათობა იმისა, რომ საკუთარი თუ სხვისი მითების გავლენის ქვეშ აღმოჩნდე და პრევენციის მცდელობისას, დაარღვიო პრინციპი - არ ავნო. ამავე დროს, წიგნიერება ამ საკითხში აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. საჭიროა, აგრეთვე, მართვა: ანუ, გქონდეს საიმისო უნარ-ჩვევები, რათა ცხოვრებაში ამ ცოდნის შესაბამისად იმოქმედო, მართო საკუთარი ცხოვრება და გავლენა მოახდინო გარშემომყოფ სინამდვილეზე.

ნარკომანიის პრობლემის მოვლა ჰუმანისტურ, არამასტიგმატიზებელ, დამცველობითი ფაქტორების გაძლიერებასა და რისკ ფაქტორების მინიმიზაციაზე მიმართულ დაბალანსებულ, სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მნიშვნელოვანია გა- ვაცნობიეროთ, რომ ამ საკითხში არ არსებობს პანაცეა; არც ჯადოსნური ჯოხი არსებობს.

სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პირველადი და მეორეული პრევენცია მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუცი- ური მექანიზმების შექმნას: კადრების (პედაგოგების, სკოლის ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, მედმუშაკების, ჟურ- ნალისტების და ა.შ.) შესაბამის საუნივერსიტეტო მომზადე- ბას; სკოლებში ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პოლიტიკის შექმნას და ცხოვრებაში გატარებას; ნარკოტიკე- ბის ავადმოხმარების პრევენციის ჩართვას სასკოლო კურიკუ- ლუმში, სამოქალაქო განათლების ეროვნულ გეგმაში და ა.შ.

ნარკომანიის პრობლემაზე მსჯელობისას ქართულ სა- ზოგადოებას არა აქვს პანიკის საფუძველი (რომელიც, სამწუხ- აროდ, დღეს უკვე ჩვეულ რეაქციად იქცა). პანიკით, პანაცეის ძიებით, ჯადოსნური ჯოხით, დამსჯელობითი ღონისძიებე- ბით, სენსაციების შექმნითა და სხვა სტიქიური თუ დაგეგმილი ფრაგმენტული ძალისხმევებით პრობლემას ვერ მოვუვლით. აქ აუცილებელია გეგმაზომიერი, დინჯი, გააზრებული, არსებულ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებასა და სამეც- ნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული ეროვნული მასშტა- ბის მიდგომა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსებს (კლასის, სკოლის, სამეზობლოო თემის, რაიონის, ქალაქის/დაბის/სოფლის და ა.შ.) ეფექტურად ჩართავს და აამოქმედებს.

წყარო: ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია, სახელმძღვანელო, 2017 ჯანა ჯავახიშვილი