ადამიანები, რომლებმაც გავლენა იქონიეს სხვადასხვა ეპოქაზე და შექმნეს ისტორია - კვირის პალიტრა

ადამიანები, რომლებმაც გავლენა იქონიეს სხვადასხვა ეპოქაზე და შექმნეს ისტორია

ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად, თვეში ერთხელ, გამოდის წიგნების სერია "50 პერსონა“. ამ გამოცემამ მკითხველის დიდი დაინტერესება უკვე გამოიწვია. მოთხრობილია სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ ცნობილ ადამიანებზე, რომლებმაც შექმნეს ისტორია, თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით გავლენა იქონიეს კონკრეტულ ეპოქაზე და ცვლილებები შეიტანეს კაცობრიობის ისტორიაში - სწორედ ასეთი ადამიანების ბიოგრაფიებს შეხვდებით სერიაში "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია".

რაც მთავარია, ეს არ არის "მოსაწყენი“ ბიოგრაფიები. მიზანი არის, რომ წიგნის წაკითხვა შეძლოს ყველა ტიპის მკითხველმა. "50 პერსონა“ არის მხატვრული ლიტერატურის ელემენტებითა და ცხოვრებისეული ეპიზოდებით გაჯერებული. აქ შედის ყველაფერი, რაც იყო ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში, დასამახსოვრებელი და საეტაპო პერიოდები, აგრეთვე, სახასიათო დეტალები. სერიაში შეხვდებით ისეთი ადამიანების ბიოგრაფიებს როგორებიცაა, ქრისტეფორე კოლუმბი, უინსტონ ჩერჩილი, ჯონ ლენონი, პაბლო პიკასო, კოკო შანელი, ზიგმუნდ ფროიდი და ა.შ.

თუ გაინტერესებს მეტი ამა თუ იმ ცნობილი პიროვნების ცხოვრების შესახებ და გინდა კვალდაკვალ მიჰყვე მის განვლილ გზას ისე, რომ ინფორმაცია მიიღო არა მარტო, მის საზოგადოებრივ საქმიანობაზე, არამედ მეტი წარმოდგენა შეიქმნა მის პერსონაზე, მაშინ ამ სერიის ტომებს უნდა გაეცნო.

სერია "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია" ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.