თბილისში პრემიუმ კლასის იტალიური სილამაზის სახლი "პაოლო როსი“ გაიხსნა - კვირის პალიტრა

თბილისში პრემიუმ კლასის იტალიური სილამაზის სახლი "პაოლო როსი“ გაიხსნა

რთული და დამღლელი სამსახურის მიუხედავად, ყველა ქალბატონი ცდილობს დრო საკუთარ თავს დაუთმოს და ესთეტიკის ცენტრებსა თუ სილამაზის სალონებს სხვადასხვა პროცედურისთვის ესტუმროს. ქართულ ბაზარზე არსებულ სილამაზის სალონებს სულ ახლახანს იტალიური სილამაზის სახლი "პაოლო როსი“ შეემატა, რომელიც ერთადერთი სალონია თბილისის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლში“. იტალიური სილამაზის სახლი ქალბატონებსა და მამაკაცებს პრემიუმ კლასის მომსახურებას სთავაზობს.

მაღალკვალიფიციური სიტილისტების, ვიზაჟისტებისა და მანიკიურის სპეციალისტების გარდა, სალონში უახლესი აპარატურა და მაღალი ხარისხის პროდუქცია დაგხვდებათ. იტალიური სილამაზის სახლში სტუმრობისას, კონფორტული გარემოს გარდა, თავადვე შეამჩნევთ, რამდენად მაღალ დონეზე იცავენ სპეციალისტები ჰიგიენას. ისინი სტერილური იარაღებით მუშაობენ, ამ საკითხთან დაკავშრებულ პრობლემას დღეს საქართველოში არსებულ უამრავ სალონში ვხვდებით.

პრემიუმ ხარისხის სილამაზის სახლი, რომელიც თბილისში ჯერ მხოლოდ "თბილისი მოლში“ გაიხსნა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ოფიციალურად 18 იანვარს გაიხსნება.

"პაოლო როსი“ მომხმარებელს სხვადასხვა აქციას სთავაზობს. იტალიური სილამაზის სახლის პრემიუმ კლასის მომსახურებით სარგებლობა "თბილისი მოლში“ დასაქმებულ 2 ათას თანამშრომელს 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლია. სილამაზის სახლში, სადაც სასიამოვნო გარემოში მიიღებთ თქვენთვის სასურველ მომსახურებას, დასაქმებულია უკრაინაში სპეციალურად გადამზადებული მაღალკვალიფიციური სტილისტები და მანიკიურის სპეციალისტები.

ალბათ ყველა ქალბატონი დამეთანხმება, რომ თუ მანიკიურის გაკეთებას გადავწყვეტთ, პირველ რიგში ვარკვევთ რამდენად იცავენ ჰიგიენას, რამდენად კარგი პროდუქციით აკეთებენ მანიკიურს, ფრჩხილის დაგრძელებას თუ გამაგრებას.

"პაოლო როსიში“, ყველა სხვა სილამაზის სალონისგან განსხვავებით, სპეციალისტები ჯერ თქვენთან გადიან კონსულტაციას. ადგენენ თქვენი ფრჩხილის ტიპს, გჭირდებათ თუ არა დამატებით ვიტამინები და ამის შემდეგ აკეთებენ მანიკიურსა თუ შილაქს.

ნინო ვარდიაშვილი, "პაოლო როსის“ ხელმძღვანელი: "თმის შეჭრა, შეღებვა, დავარცხნა, კერატინი თუ ბიო დახვევა, მანიკიურის ხაზი და ფრჩხილების დაგრძელება, "პაოლო როსი“ მომხმარებელს ამ და კიდევ სხვა უამრავ პროცედურას უმაღლესი ხარისხის აპარატურით და პროდუქციით სთავაზობს. სილამაზის სახლში სპეციალისტები ულტრათანამედროვე აპარატურით მუშაობენ. უმარლესი ხარისხის აპარატის დამხარებით, სპეციალისტები თმას უფრო სწრაფად ღებავენ და ამით თქვენს დროსაც უფრთხილდებიან. სისწრაფის გარდა, აპარატის დახმარებით თმა არ კარგავს სიჯანსაღეს და რაც მთავარია, შეღებილი თმის ფერი უფრო მდგრადია.

გერმანულ აპარატს აქვს თმის ბოტოქსის - გამაჯანსაღებელი ეფექტი. ის ამცირებს გაუხეშებას, თმის წყვეტას, ბოლოჭამიებს და სხვა პრობლემას, რომელიც უამრავ ქალბატონს აწუხებს.

პრემიუმ კლასის სალონი, რომელიც მაღალი დონის პროდუქციას იყენებს, გათვლილია როგორც საშუალო, ასევე მაღალი შემოსავლის მომხმარებელზე.

მნიშვნელოვანია, რომ სალონური მომსახურება შეუძლია მიიღოს "თბილისი მოლში“ მომუშავე 2 ათასამდე ადამიანმა. მათ შეუძლიათ სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ, სულ მალე კი ყველა შეძლებს 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას.

"პაოლო როსი“ ერთადერთი სალონია, რომელიც "თბილისი მოლშია“, ეს არის პირველი ფილიალია, თუმცა მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ ახალი ფილიალების გახსნას. დიდი მოთხოვნის გამო, სულ მალე სალონში სოლარიუმიც იქნება.

მანიკიურის სპეციალისტები, ვიზაჟისტები და სტილისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალურად უკრაინაში გავგზავნეთ. ჩვენმა სპეციალისტებმა ბევრი სიახლე ჩამოიტანეს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სპეციალისტები გადამზადების გარდა, დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. არცერთი მათგანი არ არის დამწყები, მათ საფუძვლიანად აქვთ შესწავლილი მათი სფერო და ამიტომ, ჩვენი მომხმარებელი იტალიური სილამაზის სახლ "პაოლო როსიში“ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მიიღებს.

ამ ყველა მომსახურების გარდა, "პაოლო როსიში“ მომხმარებელს ლაზერული ეპოლაციით სარგებლობაც შეუძლია. პირველ რიგში სალონში მისული მომხმარებელი აუცილებლად გაივლის კონსულტაციას სპეციალისტთან, მიიღებს რჩევებს და ამის შემდეგ ისარგებლებს ლაზერული ეპილაციით“.

კონფორტული და ლამაზი გარემო, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები იტალიურ სილამაზის სახლს "პაოლო როსის“ ყველა სხვა სილამაზის სალონებისგან გამოარჩევს.

(R)