აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ - კვირის პალიტრა

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ

ბათუმში "მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.

რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ "ადმირალი“, საუკეთესო ჰოსტელად "ბექთუმი“, ხოლო საუკეთესო რესტორნად "რეტრო“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ატრაქციისა კი ბათუმის დელფინარიუმმა მიიღო. ჯამში, ღობისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

• საუკეთესო ქართული, არაბრენდული სასტუმრო - "ადმირალი“

• საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - "ჰილტონ ბათუმი“

• საუკეთესო ჰოსტელი - "ბექთუმი“ Back2me

• საუკეთესო რესტორანი - "რეტრო“

• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი - ბათუმის ბულვარი

• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ატრაქცია - დელფინარიუმი

• საუკეთესო საოჯახო სასტუმრო სოფლად - "ზებო“

• საუკეთესო ტურისტული სააგენტო - "აჭარა ტური“

• საუკეთესო გიდი - სალომე გორგილაძე

• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი მუზეუმი - გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი

• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი - ბათუმის ქალაქის ტური

• საუკეთესო ღვინის მარანი - ვაჟა დავითაძის მეღვინეობა და მარანი

• ყველაზე საინტერესო ღონისძიება - სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა“ – 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი "მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა. ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

"მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს მიმდინარე წელს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.

ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.