ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა - "საქართველოს ისტორიის" მე-2 ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა - კვირის პალიტრა

ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა - "საქართველოს ისტორიის" მე-2 ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა

განახლებული და გადამუშავებული "საქართველოს ისტორიის" მეორე ტომს მკითხველი 30 დეკემბერს მიიღებს.

წიგნი ოთხი ტომისგან შედგება და მოიცავს საქართველოს ისტორიას, უძველესი დროიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე.

ეს არის ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებების მქონე 13 ავტორი მუშაობდა. ისინი აღწერენ ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეპოქას, ეს ყველაფერი კი თანამედროვე გად-მოსახედიდან არის შეფასებული.

ოთხტომეულის მეორე ტომი აღწერს IV –XIII საუკუნეებს. ძალიან მნიშნელოვანი საკითხები წყდებოდა სწორედ ამ ეპოქაში.

"მინდა აღვნიშნო, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-მა" საქართველოს ისტორიის ხელახალი გამოცემის შესახებ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის საკითხისადმი სწორი მიდგომა, რადგან ასეთი გამოცემა, გარკვეული დროის შემდეგ, გადახედვას, გადასინჯვას, ახლებურად გააზრებასა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული ახალი მასალის დამატებას საჭიროებს", - გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი, თანაავტორი.

განახლებული გამოცემის პირველი ტომი მკითხველმა უკვე მიიღო. მეორე ტომი კი, რომელიც IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე პერიოდს მოიცავს, 30 დეკემებრს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია - 10,00 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 11.50.