ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს
27-12-2019
ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს
"ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს“, - ამის შესახებ კომპანია "თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, გაზსადენი მილის დაზიანების გამო 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება:

"ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "ანაგი" სამშენებლო სამუშაოებს ასრულბდა, რა დროსაც "თბილისი ენერჯის" 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დაზიანდა. "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გაზმომარაგების აღდგენა
28 დეკემბერს 09:30 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოების ონკანები ღია მდგომარეობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები