"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური სეზონური შეთავაზება ამოქმედდა
16-01-2020
"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური სეზონური შეთავაზება ამოქმედდა
"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური შეთავაზებები გრძელდება. TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში მომხმარებელს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის იწვევს.

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მარკის ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები, ზამთრის სეზონზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებენ.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელები ძველ ზეთსა და ფილტრს ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეცვლიან, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი
ამ ტიპის მომსახურებას "ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 125 ლარად გაუწევენ.

როგორც "ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

გარდა ამისა, "ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში ავტომობილების
მფლობელებს მოემსახურებიან "ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მომხმარებელს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციასაც გაუწევენ.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზებით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ "ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, 09:30-დან 18:00 საათამდე, დეტალური ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდენენ: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები