EXCLUSIVE 20 - "აქსისის" განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება - კვირის პალიტრა

EXCLUSIVE 20 - "აქსისის" განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება

დეველოპერული კომპანია "აქსისის" განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება, მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20%-იანი ფასდაკლებით, "აქსისის" გამორჩეულ და მრავალფეროვან პროექტებში თბილისის ცენტრალურ უბნებში.

მომხარებელს დედაქალაქის ცენტრში შეუძლია, შეიძინოს საცხოვრებელი თუ საოფისე ფართები 20% ფასდაკლებით "აქსისის" გამორჩეულ პროექტებში: ჭავჭავაძის #49, საირმის #51, "აქსისი იპოდრომზე", "აქსის პალასი საბურთალოზე" და "აქსისი წინამძღვრიშვილზე".

"აქსისის" პროექტები გამოირჩევა როგორც არქიტექტურით, ისე თანამედროვე დიზაინითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით. თანამედროვე ტექნოლოგიები და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა კი უპირატესობას აძლევს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართებს.

"ჩვენი გადაწყვეტილება, მომხმარებლისთვის საახალწლოდ განსაკუთრებული ფასდაკლება შეგვეთავაზებინა, წარმატებით მიმდინარეობს! კიდევ არის დარჩენილი გარკვეული დრო, რომ მომხმარებელმა კვლავ ისარგებლოს უპრეცედენტო, 20%-იანი ფასდაკლებით და საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად, შეარჩიოს საცხოვრებელი ან კომერციული ფართები. ჩვენი აქციის მთავარი მომხიბვლელობა არის ის, რომ მომხმარებელი არ არის შეზღუდული ერთი კონკრეტული მისამართით. მას შეუძლია ახალი საცხოვრებელი აარჩიოს თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ უბანსა და გამორჩეულ პროექტებში, კომერციული ფართები კი - ბიზნესსაქმიანობისთვის მიმზიდველ ადგილებში", - განაცხადეს კომპანია "აქსისის" მარკეტინგის სამსახურში.

(R)