როგორ შევინარჩუნოთ რემონტის ეფექტურობა დიდ ხანს - კვირის პალიტრა

როგორ შევინარჩუნოთ რემონტის ეფექტურობა დიდ ხანს

თუკი თქვენს სახლში გაკეთებული რემონტიდან ერთ წელიწადში ოთახები კვლავ შეკეთებას საჭიროებს რთული მისახვედრი არაა, რომ რაღაც რიგზე არ არის. იმისათვის, რომ თანხა წყალში არ გადაყაროთ და ეფექტიც უფრო დიდხანს გაგრძელდეს, აუცილებელია რემონტამდე რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინოთ.

რემონტის ეფექტურობაზე, როგორც წესი პირველ რიგში იატაკი და კედლები მეტყველებს. როდესაც ფილების შერჩევას დაიწყებთ შეხვდებით კერამოგრანიტისა და კერამიკულ ფილებს. საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, რაც უფრო სქელია კერამიკული ფილა მით უფრო გამძლე შეიძლება აღმოჩნდეს ის. სპეციალისტების მტკიცებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც ისინი ამბობენ, რომ ხშირად 0,8 და 1 სანტიმეტრიანი ფილები უფრო გამძლე შეიძლება აღმოჩნდეს. ლოგიკურია ჩნდება კითხვა "მაშინ რა განაპირობებს კერამიკული ფილის ხარისხს?" პასუხი მოსასმენად ძალიან მარტივი, თუმცა შესამჩნევად ძალიან რთულია. პირველ რიგში კერამიკულ და კერამოგრანიტის ფილებს შორის არსებულ განსხვავებებზე ვისაუბროთ. კერამოგრანიტის ფილა ზოგადად უფრო მეტად მტკიცეა და გათვალისწინებულია როგორც გარე ასევე შიდა სივრცეებში, მას აქვს უნარი გაუძლოს ყინვას, თოვლს და სხვა გარემო პირობებს. მისგან განსხვავებით თუ ჩვეულებრივ ფილას გამოიყენებთ ექსტერიერის მოსაპირკეტებლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აუცილებლად გატყდება რადგან ვერ გაუძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს. არსებობს თეთრი თიხის და წითელი თიხის ფილები ფილები. მას ასე ჰქვია " პასტა როხა" – წითელი თიხა და "პასტა ბლანკო".

თუ გსურთ გაარჩიოთ ეს კერამიკული ფილაა თუ არა უნდა შეხედოთ: 1. გვერდებს, თიხის ფილის გვერდები ხაოიანია, მაგალითად როგორც თიხის დოქი. მას ხელს რომ გადაუსმევ არის ხაოიანი. 2. მწარმოებელი ყოველთვის აწერს ფილას და შეფუთვას თუ რა ფილაა. 3.კონსულტაცია გამყიდველთან. 4.პროდუცქციის წარმოების სერთიფიკატის მოთხოვნა. 5. წყლის შეწოვის კოეფიციენტი.

მეორე ეტაპია მონტაჟის ტექნოლოგიის სწორად შერჩევა. ზოგადად კერამოგრანიტის ფილას სჭირდება სპეციფიური წებოცემენტი, ანუ კონკრეტულად კერამოგრანიტის ფილის წებოცემენტი. კერამიკულ ფილას რომელიც უბრალოდ გამომწვარი თიხისგან არის მიღებული სხვანაირი რეაქცია აქვს წებოცემენტთან და კერამოგრანიტის ფილას სხვანაირი.

კერამოგრანიტის ფილებს ხშირად აგებენ ჩვეულებრივი ფილებისთვის გათვალისწინებული წებოცემენტით, მოკლევადიან პერიოდში მას არაფერი არ მოსდის მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. თუკი ამ ყველაფრის გარჩევა თქვენ არ შეგიძლიათ, უმჯობესია, თუ რჩევას უფრო გამოცდილ კომპანიას სთხოვთ, ან ასარჩევად მეგობრების ნაცვლად ხელოსანს გაიყოლებთ. კაფელ მეტლახის შერჩევისას გასათვალისწინებელია ისიც თუ სად აპირებთ ფილების დაგებას: მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, აბაზანაში თუ გარე ფასადის მოსაპირკეთებლად გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ კერამიკული ან კერამოგრანიტის ფილების შერჩევისას წინასწარ უნდა იცოდეთ, ამ პროდუქტს რომელი ოთახისთვის გამოიყენებთ. ასე თქვენც იხეირებთ და პროფესიონალ კონსულტანტებსაც დახმარებას გაუმარტივებთ. დღეს ასევე ძალიან აქტუალურია ფილის ქვეშ გათბობის გაყვანა. აუცილებელია პროდუქციის ყიდვისას ეს კონსულტანტს შეატყობინონ, რათა არჩევანი სწორ პროდუქტზე შეაჩეროთ.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კერამიკული ფილების დაგებისას მათ შორის რჩება მცირე სივრცეები ეგრეთწოდებული შოვები. საუკეთესო შემთხვევაში 3 დან 5 მილიმეტრამდე. რადგან ერთმანეთზე მიტყუბებული კერამიკული ფილაც და კერამგრანიტიც აუცილებლად გაფუჭდება. მათ გვერდები "აეტკეჩება",დაიბზარება და დროთა განმავლობაში ამოიმტვრევა. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ხარისხიანი ღარების შემავსებელი გამოვიყენოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ კაფელი და მეტლახი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში წლებია არ კარგავს აქტუალურობას ბაზარზე არჩევანიც და უხარისხო პროდუქციის რაოდენობაც მზარდია. კერამიკული ფილის შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია და ეცადეთ მის შერჩევას რემონტის დროს განსაკუტრებული ყურადღება დაუთმოთ.