კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი
კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი
მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია. "ლოტო 6/42"-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.

"საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ" ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.

1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს. დღე ჩვეულებრივი იყო. ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს
"ლოტო 6/42"-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.

ბილეთის
შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი.

და მოიგეს! 1 182 454 ლარი!

ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს მილიონერების სტატუსით შეუცვალა.
ახალ მილიონერებს ბევრი გეგმა აქვთ. პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ. კიდევ ბევრ ოცნებას აიხდენენ და სამუდამოდ დაემშვიდობებიან მომავლის შიშით სავსე ცხოვრებას.

"საქართველოს ეროვნული ლატარია" კვაჭაძეებს "ლოტო 6/42" -ში მოგებულ 1 182 454 ლარს უახლოეს დღეებში საზეიმოდ გადასცემს.

(R)

დადა
29 იანვარი 2020 11:39
გილოცავთ,გისურვებთ ჯანმრთელად,მიზანმიმართულად გამოგეყენებინოთ ეს ბედნიერება.
29 იანვარი 2020 02:28
ბაბუ გაიხარეთ და ღმერთმა შეგარგოთ.
nona
27 იანვარი 2020 19:53
ძალიან გამეხარდა გულწრფელად!!!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა