როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას და ავიცილოთ თავიდან გართულებები - კვირის პალიტრა

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას და ავიცილოთ თავიდან გართულებები

ჭარბი წონა და სიმსუქნე პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის. ამ პათოლოგიათა გავრცელება საგანგაშოდ იზრდება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. სიმსუქნის პრობლემაზე ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიმსუქნის გართულებების თავიდან აცილებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის“ - ეს არის 100%-ით და-ზუსტებული ინფრომაცია,რომელზეც ჰარვარდის პროფესორებმა იმუშავეს, რომე-ლიც მკითხველს დღეისათვის ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვასა და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას ასწავლის.

რა იწვევს ჭარბწონიანობას? გენეტიკური ზეგავლენა, გარემოს ზეგავლენა, რამდენად მოქმედებს ჭარბი წონა თქვენს ჯანმრთელობაზე,

ჯანსაღი წონა, პაციენტის შეფასება და სამედიცინო კვლევები, მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა, წონის კლების საკვანძო ელემენტები, კალორიების დათვლა ,კალორიების დაწვა ვარჯიშის გარეშე - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც წიგნში შეხვდებით.

მეოთხე ტომის - "წონის დაკლების" კონსულტანტის, მედიცინის აკადემიური დოქტორისა და ექიმ-ენდოკრინოლოგ, თამარ ზერეკიძის თქმით, პუბლიკაციაში ნათლად ჩანს პრობლემის არსი და რაც მთავარია, მისი გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიზეზი.

"იმის გააზრება, რომ სიმსუქნის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული მკითხველს დაეხმარება პრობლემის სირთულის აღქმაში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ფსიქოლოგიურ განწყობას საკვანძო როლი აკისრია სიმსუქნის მართვაში“, - აღნიშნავს თამარ ზერეკიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული წიგნი კარგი სახელმძღვანელო იქნება პაციენტებისთვის, რადგან ინფორმატიულია, ადვილად აღქმადი, სრულად ასახავს პრობლემის სირთულეს და საშუალებას აძლევს მკითხველს რაციონალურად მიუდგეს ამ საკითხს.

შეგახსენებთ, რომ "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის“ მეოთხე ტომი - "წონის დაკლება“ 10 თებერვალს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და მკითხველი მის შეზენას სპეციალურ ფასად - 8 ლარად შეძლებს.