საპენსიო სააგენტოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა - კვირის პალიტრა

საპენსიო სააგენტოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

დღეს, საპენსიო სააგენტოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკერი, ეკონომისტები კლაუს ჰელვიგი და სერგეი საკსონოვსი.

სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე პროცესებით. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სტუმრებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და საოპერაციო ნაწილში მიმდინარე პროცესების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა მოწვეულ სტუმრებს საინვესტიციო საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის, სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხი და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის სტატუსი და დამტკიცების პროცედურები გააცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი. ბაქარ მარუაშვილმა ყურადღება გაამახვილა, საპენსიო სააგენტოს წინაშე არსებულ პროცესების ოპტიმიზაციაზე, რისკის კონტროლის პოლიტიკის შემუშავებაზე და სამომავლო გეგმებზე.

(R)