თბილისის მეწარმეობის სამიტი - მასშტაბური, საერთაშორისო, ყოველწლიური ღონისძიება საქართველოში სტარტს იღებს
თბილისის მეწარმეობის სამიტი - მასშტაბური, საერთაშორისო, ყოველწლიური ღონისძიება საქართველოში სტარტს იღებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის მეწარმეობის სამიტი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით 11 მარტს სასრუმრო Rooms Hotels Tbilisi-ში გაიმართება. ღონისძიების მონაწილეები იქნებიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ევროპის და აშშ-ს მხრიდან წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, ქართული და უცხოური სტარტაპები და სხვა პარტნიორები. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ ყოველწლიური სამიტის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული
სტარტაპების ხელშეწყობაა.

სპეიცალურად ამ ღონისძებისთვის საქართველოს ეწვევა ინვესტორთა ჯგუფი ისრაელის სილიკონ ვადიდან, სტარტაპები, მეცნიერები და მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, დელეგატები საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან.

სამიტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გაიმართება პანელური დისკუსიები საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის შესახებ, საქართველოსა და მსოფლიოს
სტარტაპ ეკოსისტემის განხილვა, კვლევების პრეზენტაცია, სტარტაპ პრეზენტაციები, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრები, რომლის ფარგლებში სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ მილიონამდე ლარის ოდენობის დაფინანსება. სამიტის ფარგლებში, დამწყებ და წარმატებულ სტარტაპებს/მეწარმეებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტები და გააცნონ ის ფართო საზოგადოებას. სამიტის პარტნიორია თიბისი სტარტაპერი, სამიტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აწარმოე საქართველოში, თბილისი მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა, ევროპის საინვესტიციო ბანკი, USAID, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, Impact Hub და სხვა.

სამიტზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დარეგისტრირებული მსურველისთვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 მარტამდე, მითითებულ ბმულზე

სამიტის ფარგლებში, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრებისთვის, სტარტაპებს რესგისტრაციის გავლა შეუძლიათ 25 თებერვლამდე, მითითებულ ბმულზე

*გთხოვთ გაითალისწინოთ, რომ ინვესტორებთან ფიჩინგ სესიაზე მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ წინასწარ შერჩეული სტარტაპები.

სამიტის ფარგლებში, მედიის აკრედიტაცია მოხდება 2 მარტამდე, მითითებულ ბმულზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები