საქართველოს ისტორიის ოთხივე ტომი უკვე ხელმისაწვდომია - კვირის პალიტრა

საქართველოს ისტორიის ოთხივე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

2 მარტიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის IV, დამამთავრებელი ტომი ხელმისაწვდომია. "ამ ტომში XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის დრამატული პერიოდია გადმოცემული - ეს არის უდიდესი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, დიდი ისტორიული ქარტეხილების, მსოფლიო ომების, რევოლუციების, ქართველი ერის ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის, სოციალური ილუზიების, შემოქმედებითი შრომის, სოციალური და კულტურული დაწინაურების ისტორიული ხანა", - პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი.

საქართველოს ისტორიის ოთხი ტომი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და ეპიზოდი უძველესი დროიდან დღემდე. გამოცემაში წაიკითხავთ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფასდება ქართველი ლიდერების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე დაგაინტერესებთ ინ-ფორმაცია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

ეს არის ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეა-ლობა, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებების მქონე 13 ავტორი მუშაობდა. ისინი აღწერენ ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეპოქას, ეს ყველაფერი კი თანამედროვე გადმოსახედი-დან არის შეფასებული.

ოთხტომეულში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტური ფოტომასალა. წიგნის სპეციალური ფასია - 10,00 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 11.50.