5 მარტიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი უკვე სრულად იქნება ხელმისაწვდომი - კვირის პალიტრა

5 მარტიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი უკვე სრულად იქნება ხელმისაწვდომი

5 მარტს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" ბოლო, 4 მონეტა გამოვა, რომლითაც მკითხველი წიგნ-ალბომს სრულად შეავსებს.

5 თვის განმავლობაში მონეტები ჟურნალთან ერთად, სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი. 5 მარტიდან დაინტერესებული მკითხველი ბოლო 4 მონეტის ჟურნალთან ერთად შეძენას, ერთი კვირის განმავლობაში, კვლავ 8.40 ლარად შეძლებს. ასევე, სპეციალურ ფასად, 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით ავსებს.

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა.

ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცუ-ლია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.