როგორ ვმართოთ სტრესი - "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" V ტომი 9 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი - კვირის პალიტრა

როგორ ვმართოთ სტრესი - "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" V ტომი 9 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სახელმძღვანელოების სერიის მორიგი წიგნი "სტრესის მართვა და შემცირების მეთოდები", რომელიც სტრესთან ბრძოლისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ მოგვითხრობს, 9 მარტს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან"ერთად გამოვა.

თანამედროვე გარემოში, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ცხოვრება, სტრესს ძნელად თუ გაექცევა ადამიანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრონიკული სტრესი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პიროვნების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ამ წიგნის ავტორების აზრით, სტრესის მართვის სწავლა შესაძლებელია. ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სტრესული სიტუაციების აღქმა და გაიუმჯობესონ თითქმის ყოველდღიური მცირე და სერიოზული სირთულეების დაძლევის უნარი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი მკითხველისთვის გასაგები ენით არის დაწერილი. ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სტრესის მრავალგვარობა და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე, სტრესის მართვის სხვადასხვა შემოწმებული მეთოდის (სუნთქვის ფოკუსირება, იოგა, ციგუნი, მაინდფულნესი და სხვ.) გამოყენება საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობისთვის, ჯანსაღი კვებისა და კომუნიკაციის როლი სტრესის დაძლევაში, სტრესის გავლენა სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე და სხვ.", - თამარ ალადაშვილი, ექიმი-ფსიქიატრი.

ეს მიმოხილვა მკითხველს დაეხმარება, გაერკვეს, როგორ გაუმკლავდეს სტრესს, რაც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გარკვეული დაავადებების რისკის შემცირებაში.

"ვფიქრობ, მკითხველი ამ წიგნის სახით მიიღებს ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელოს, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი სასარგებლო ცვლილების მიღწევაში დაეხმარება", - თამარ ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წიგნის პსეციალური ფასია 6.50, გაზეთ "კვირის პალიტრასთან"ერთად - 8 ლარი.