"ჩვენი მანდატი რეალური ამონაგების გაზრდაა“ - მთავარი რისკის ოფიცერი ინვესტირების პროცესზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"ჩვენი მანდატი რეალური ამონაგების გაზრდაა“ - მთავარი რისკის ოფიცერი ინვესტირების პროცესზე საუბრობს

საპენსიო სააგენტომ 590 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. თანხა შვიდი კომერციული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსდა. ინვესტიციის ვადიანობა 5 წელია, საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტიო განაკვეთი კი 14,8 პროცენტი. საპენსიო სააგენტოს ინვესტირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, კომენტარს მთავარი რისკის ოფიცერი აკეთებს. "მოლაპარაკებები ინდივიდუალურად თითოეულ ბანკთან მიმდინარეობდა, ბოლო ტრანზაქცია დღეს დასრულდა. საინვესტიციო საბჭომ გამოაქვეყნა შესაბამისი წერილი. ამ ინვესტიციას ორი მიზანი აქვს:

პირველი - ჩვენი მანდატი არის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და რეალური ამონაგების გაზრდა, რაც მოვახერხეთ, იმიტომ რომ სარგებელი 9%-დან 14,8% პროცენტამდე გაიზარდა. მეორე - ჩვენი მოლოდინით, საშუალო ვადიანი საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, შესაბამისად გვინდოდა რომ დროულად დაგვეფიქსირებინა მაღალი საპროცენტო განაკვეთი, შემდეგი 5 წლის განმავლობაში." - განაცხადა ბაქარ მარუაშვილმა.