გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის, აუდიოწიგნები უფასოდ ხელმისაწვდომი გაეხადა - კვირის პალიტრა

გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის, აუდიოწიგნები უფასოდ ხელმისაწვდომი გაეხადა

არდადეგების გახანგრძლივების გამო, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, რომ რამდენიმე აუდიოწიგნი უფასოდ ხელმისაწვდომი გაეხადა.

"არდადეგების გახანგრძლივების გამო, ბავშვებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. ვფიქრობთ, ამ დროის ლიტერატურასთან დაახლოებისათვის გამოყენება, მათ არდადეგებს გაუმრავალფეროვნებს და ცოდნასაც შესძენს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ "გუდას" აუდიოწიგნები უფასო გაგვეხადა", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

იმისათვის, რომ უფასოდ ისარგებლოთ აუდიოწიგნებით, გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულებზე ან ჩართეთ/ჩამოტვირთეთ აპლიკაცია "გუდა", სადაც ავტომატურად იქნება ხელმისაწვდომი შემდეგი წიგნები:

მიშელ ფალკოფის "Playlist-ის საიდუმლო" - http://bit.ly/3aPzJ01

გურამ პეტრიაშვილის "პატარა ქალაქის ზღაპრები" - http://bit.ly/2IJKvZO

აკაკი წერეთელი "სამგვარი სიყვარული" - http://bit.ly/2WbtijN

ვაჟა-ფშაველას "ცრუპენტელა აღმზრდელი" - http://bit.ly/3cVBr1W

ალექსანდრე ლორთქიფანიძე "იავნანა ლილისთვის" - http://bit.ly/2wTZIom

"ქართული ხალხური ზღაპრები" - http://bit.ly/39LeL2k