2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტისთვის - კვირის პალიტრა

2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტისთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 16 მარტიდან ონლაინ სწავლების მოდელზე გადადის. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, SANGU-ში ყველანაირი ტექნიკა არსებობს, რაც ონლაინ სწავლებისთვისაა აუცილებელი.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, არ წყდება მზადება 2020-2021 სასწავლო წლისთვის. სტუდენტებს SANGU-ში დახვდებათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საერთო სამუშაო სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები და კაფეტერია - რაც სწავლისა და პერსონალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

SANGU აქტიურად ზრუნავს სტუდენტებისთვის საინტერესო, მაღალტექნოლოგიური და თავისუფალი გარემოს შექმნაზე. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის კვალიფიციური აკადემიური პერსონალი აქტიურად მუშაობს, რომ სასწავლო პროგრამა იყოს მუდმივად განახლებადი და მორგებული თანამედროვე გამოწვევებზე.

"თავისუფალი აზროვნება და განვითარებისკენ სწრაფვა - არის იდეა რომელიც SANGU-ს სტუდენტებს გამოარჩევს. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული მათგანის ინტერესს და ვქმნით მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს“.- აცხადებენ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში.

სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის არჩევის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია, უნივერსიტეტის მხრიდან, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ SANGU-ს პროგრამა მოიცავს:

• გაცვლითი პროგრამებს

• სტაჟირებას 50-ზე მეტ, წამყვან ქართულ კომპანიაში

• კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას

წელს უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი "ნიდერლანდების ბიზნეს სკოლასთან“, რომელიც SANGU-ს სტუდენტებს, ევროპული ცოდნის და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს კიდევ ბევრ უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან იგეგემება ამავე სახის მემორანდუმების გაფორმება.

ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ახალგაზრდისთვის - არის იდეა, რომელიც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდს აერთიანებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, წმ.ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

ამ მიმართულების წახალისების მიზნით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი სტუდენტებისთვის.

"ჩვენი უნივერსიტეტის კარი მუდამ ღიაა მათთვის, ვისაც, სურვილი აქვს ნახოს სასწავლო გარემო, მიიღოს დეტალური ინფორმაცია "მენტორის“ საშუალებით ,რომელიც თქვენს კითხვებს დეტალურ პასუხს გასცემს და დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში“- აღნიშნავენ წმ.ანდრიას ქართული უნივერსიტეტში.

იხილეთ ვიდეო