ყველაფერი კორონავირუსზე - "პალიტრანიუსზე" "სპეცპროექტი" იწყება
ყველაფერი კორონავირუსზე - "პალიტრანიუსზე" "სპეცპროექტი" იწყება
ორშაბათიდან ახალი გადაცემა - "სპეცპროექტი" იღებს სტარტს. გადაცემა ბოლო ხანს ყველაზე აქტუალურ თემას - ახალ კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეძღვნება. გადაცემის ტიპზე, სტილსა და ინტენსივობაზე "კვირის პალიტრასთან"" გადაცემის წამყვანი თამთა ასათიანი ისაუბრებს.

"სპეცპრო­ექტში" გაშუქდება პრობლემა, რომელმაც მთელი მსოფ­ლიო მოიცვა. ახალი კორონავირუსის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა უამრავი ახალი კითხვა იბადება. მაყურებელს კორონავირუსის შესახებ ყველა ინფორმაციას მივაწვდით და, რაც მთავარია, გავაცნობთ სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევას.

-
ვის ეკუთვნის ამ გადაცემის შექმნის იდეა?

- გადაცემის შექმნის იდეა არხის ხელმძღვანელობას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალური გახდა. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მაყურებლის წინაშე და მზად ვართ, მათ ინფორმირებას შევუწყოთ ხელი.

"სპეცპროექტი" ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს, მანამდე, სანამ კორონავირუსი მძლავრობს საქართველოსა და
მსოფლიოში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე მსოფლიო ამ გამოწვევას დაამარცხებს.

- ახლა მთელი მასმედიის ყურადღება ამ თემისკენ არის მიმართული. განსხვავებულს რას შესთავაზებთ მაყურებელს?
- მიუხედავად იმისა, რომ ყველა არხი ყურადღებას სწორედ ამ თემაზე ამახვილებს, ჩვენს მაყურებელს ვთავაზობთ მართლაც განსხვავებულ ფორმატს - პრაქტიკულ რჩევებს, რაც თავდაცვისთვის გამოგვადგება, რეკომენდაციებს კომპეტენტური პირებისგან, გავიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის გამო კარანტინში ან თვითიზოლაციაში არიან.

- გადაცემა მხოლოდ ქართულ რეალობაზე მოგვითხრობს?
- არა. გვექნება პირდაპირი ჩართვები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და მოვისმენთ იმ ადამიანების გამოცდილებას, რომლებიც ახლა ინფექციის გავრცელების კერებში ცხოვრობენ, გავიგებთ, როგორ მუშაობენ "კოვიდ 19-ის" დასამარცხებელი პრეპარატის შექმნაზე....

- რომელ საათზე გავა გადაცემა ეთერში?
- ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 19 საათსა და 45 წუთზე. ვფიქრობ, ეს თემა ერთნაირად აინტერესებს ყველა ასაკის, სქესისა თუ პროფესიის წარმომადგენელს, ამიტომ გადაცემის მაყურებელიც მრავალფეროვანი იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული. გადაცემაში იქნება სიახლეები, სტატისტიკა, ფოტო და ვიდეომასალები მსოფლიოს ყველა წერტილიდან და, რა თქმა უნდა, გვეყოლება სტუმრები, თუმცა ჩვენ ვემორჩილებით კომპეტენტური ადამიანების რეკომენდაციებს და საწყის ეტაპზე სტუმრები პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან დისტანციურად. გვინდა ამ გადაცემით ხელი შევუწყოთ პანიკის თავიდან აცილებასაც.

"პალიტრანიუსში" მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ეს ჩემი მეორე სახლია. ამ ტელევიზიას აქვს ბევრი კარგი წამოწყება, რომლებიც საზოგადოების სურვილსა და ინტერესზეა გათვლილი. ახლაც ჩავთვალეთ, რომ სწორედ ასეთი პროექტია საჭირო, რათა დაცხრეს ემოცია, გაქრეს პანიკა, ამაღლდეს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რაც შეიძლება მალე შევძლოთ ამ სენის დამარცხება. ამ საქმეში ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ვფიქრობ, ჟურნალისტების საქმე სწორედ ის არის, რასაც ჩვენი ახალი პროექტი გულისხმობს. მეც ისევე მაღელვებს ეს თემა, როგორც ყველას. მყავს პატარა და ვცდილობ დავიცვა ყველა მითითება თუ რეკომენდაცია. ყველა დედა უპირველესად შვილების ჯანმრთელობაზე ღელავს. ვფიქრობ, თუ თითოეული ადამიანი გააცნობიერებს საფრთხეს და გამოიჩენს პასუხისმგებლობას, ამ გამოწვევასაც დავძლევთ - ეს არის ჩემი, როგორც ტელეწამყვანის, როგორც მოქალაქისა და დედის პოზიცია. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები