კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის, რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში მინიმალური შემოსავლების გარეშე არ დარჩნენ.

მათივე ინფორმაციით, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" 4000-მდე პირია დასაქმებული.

"ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID-19 ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება. მიმდინარეობს
მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარშე. შეგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" დასაქმებულია 4000-მდე პირი“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები