რე|ბანკის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე და ტოპ|ქარდზე
რე|ბანკის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე და ტოპ|ქარდზე
ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რე|ბანკის ყველა მომხმარებელი სესხზე და ტოპ|ქარდზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 25 მარტის ჩათვლით რე|ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან სესხით მოსარგებლეებს და გააცნობენ საშეღავათო პერიოდის პირობებს.

საშეღავათო პერიოდი სესხებზე:

რე|ბანკის ყველა მსესხებელს მიეცემა საშუალება 3 თვით დააპაუზოს მიმდინარე სესხი და გადახდები განაახლოს 3 თვის შემდეგ.

აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელი არც ძირს გადაიხდის, არც პროცენტს. საშეღავათო პერიოდში გადასახდელი თანხა -
ძირიც და პროცენტიც - გადანაწილდება სესხის გახანგრძლივებულ ვადაზე.

საშეღავათო პერიოდი ტოპ|ქარდზე:

ტოპ|ქარდის ყველა მფლობელს რე|ბანკი უპრეცედენტო საშეღავათო პირობებს სთავაზობს:

მომხმარებლები 1 ივლისამდე სრულად თავისუფლდებიან რეკომენდებული ანდა მინიმალური შენატანისგან.

1 ივლისის შემდეგ კი დავალიანება, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდში (1 ივლისამდე) დამატებითი ნავაჭრის თანხა, მომდევნო 6 თვეზე
სრულიად უპროცენტოდ გადაუნაწილდებათ.

საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ასევე შეეძლება ყველას, ვინც ტოპ|ქარდს 1 ივლისამდე აიღებს.

"აღნიშნული შეღავათი განსაკუთრებით ზრდის მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას, საშუალებას აძლევს, რეალურად უპროცენტოდ გადაავადოს დანახარჯის დაფარვა, რაც შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",- ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები