"პაშა ბანკი" მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს - კვირის პალიტრა

"პაშა ბანკი" მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, "პაშა ბანკის" კლიენტები მიმდინარე სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

აღნიშნული შეღავათი გავრცელდება "პაშა ბანკის", როგორც მცირე და საშუალო, ისე - მსხვილი ბიზნესის სესხებზე.

27 მარტამდე "პაშა ბანკის" თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს, დეტალურად გააცნობენ საშეღავათო პირობებს და სურვილის შემთხვევაში, მომხარებელს შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით.