კომპანია "სარაჯიშვილი" კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 50 000 ლარს გადარიცხავს
კომპანია "სარაჯიშვილი" კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 50 000 ლარს გადარიცხავს
კომპანია "სარაჯიშვილი" კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 50 000 ლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული კომპანია ავრცელებს.

"კომპანია "სარაჯიშვილი", რომელიც საუკუნეზე მეტია არსებობს, დაარსების დღიდან ქველმოქმედებით გამოირჩევა. კომპანიის დამაარსებლის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება ქირურგიული საავადმყოფოების, სკოლების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დარგობრივი ინსტიუციების დაფინანსება. დღესაც, როდესაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიაა, "სარაჯიშვილი" მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, 50 000 ლარის ოდენობის თანხას
ურიცხავს.

ვთვლით, რომ დღეს სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ერთიანი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამას. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე", - აცხადებენ კომპანიაში.

(R)



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები