ქართული ღვინო ადამიანებს ონლაინ სივრცეშიც აერთიანებს - "ღვინის ბობლიოთეკის“ უპრეცედენტო წამოწყება
ქართული ღვინო ადამიანებს ონლაინ სივრცეშიც აერთიანებს - "ღვინის ბობლიოთეკის“ უპრეცედენტო წამოწყება
"ღვინის ბიბლიოთეკა“ მომხმარებლებს ახალ წამოწყებას სთავაზობს - ღვინის ონლაინ დეგუსტაციის პირველი ღონისძიება უკვე წარმატებით შედგა. უპრეცედენტო იდეა "ღვინის ბიბლიოთეკაში“ ორი მიზეზის გამო გაჩნდა - პირველი ქართველების მხრიდან ღვინის უსაზღვრო სიყვარულია, მეორე კი სოციალური პასუხისმგებლობის აღება, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის გამო ხდება აუცილებელი.

სიტყვები: "ღვინის ონლაინ დეგუსტაცია“ დაუჯერებლად ჟღერს.

თუმცა "ღვინის ბიბლიოთეკის“ გუნდმა პირველი ღონისძიება წარმატებით ჩაატარა.
ვინაიდან გამოხმაურება ძალიან დიდი იყო და ამ წამოწყებამ უამრავი ღვინის მოყვარულის ყურადღება მიიპყრო, ღონისძიებას ყოველკვირეული
სახე მიეცემა.
როგორც "ღვინის ბიბლიოთეკაში“ ამბობენ, ღვინის ონლაინ დეგუსტაციის შესაძლებლობა იმის განსაკუთრებული გამოხატულებაა, რომ ქართველები ღვინის სმას არასდროს წყვეტენ და მათი ღვინისადმი სიყვარული ყველა მოცემულობასა და სივრცეს ერგება.



"ღვინის ბიბლიოთეკის“ მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ჩიქოვანი განმარტავს, თუ როგორ ტარდება ონლაინ დეგუსტაცია:

"ჩვენი კომპანია ღვინისა და მცირე
მარნების პოპულარიზაციას უკვე მეორე წელია ეწევა და ღონისძიება "მეღვინის დღეს“ საკუთარი აუდიტორიაც ჰყავს.
თუმცა ახლა, როდესაც შექმნილი ვითარების გამო, ხალხი ძირითადად სახლშია და ღონისძიებების ჩვეულ რეჟიმში ჩატარება შეუძლებელია, გადავწყვიტეთ ტრადიცია არ შეგვეჩერებინა და ღვინის ონლაინ დეგუსტაცია დაგვენერგა.

ღონისძიებაზე, კონკრეტული მწარმოებელი წარმოადგენს ღვინის, რამდენიმე სახეობას.
ამ დღისთვის, წარმოდგენილი ღვინოები განსაკუთრებულ ფასად იქნება შეთავაზებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ღვინო შეარჩიოს და ჩვენ შეძენილ ღვინოს ღონისძიების დაწყებამდე სახლში უფასოდ მივუტანთ.



საღამოს 20:00 საათიდან კი, ყველა მონაწილე, ინტერნეტის საშუალებით ჩაერთვება ონლაინ რეჟიმში, მეღვინე წარადგენს ღვინოებს, მონაწილეები კი დააგემოვნებენ მათ.

სწორად ასე, ყველა ერთად, ლეპტოპებით, ტელეფონებით თუ სხვა საშუალებებით, ვიკრიბებით, მივირთმევთ ღვინოს, და ვსაუბრებთ მასზე. ახლა, განსაკუთრებულად გვჭირდება ერობა და გამხნევება, ქართული ღვინო კი ამის საშუალებას ონლაინ რეჟიმსა და ფორსმაჟორულ მდგომარეობაშიც იძლევა.
80 საუკუნეა, ქართველებს არ შეგვიწყვიტავს ღვინის წარმოება და არც მისი სმა. ქართულმა ღვინომ საუკუნეების მანძილზე უამრავ გამოწვევას გაუძლო და ახლაც, სრული შემართებით მზად ვართ გავუმკლავდეთ არსებულ სიტუაციას.

როგორც მარიამი ამბობს “ღვინის ბიბლიოთეკას“ საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ღვინის დეგუსტაციის ღონისძიების ორგანიზებაში და ყოველკვირეულად "მეღვინის დღეს“ ბევრი ღვინის მოყვარული სტუმრობდა.

"ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო, უეცრად, ყოველდღიური ცხოვრებისა თუ საქმიანობის რეჟიმი სრულად შეიცვალა, რა უნდა გვექნა? პოზიტიური გამოსავლის ძიებაში, გადავწყვიტეთ, ღვინის დეგუსტაცია ონლაინ სივრცეში გადაგვეტანა. იდეის დაბადებიდან 24 საათში ონლაინ დეგუსტაცია წარმატებით შედგა. ნამდვილად არ ველოდით, რომ ამდენი ადამიანი გამოთქვამდა სურვილს ღვინო ონლაინ დაელია და ერთმანეთისთვის ემოციები გაეზიარებინათ.
სოციალურ ქსელში დაანონსებიდან მხოლოდ 12 საათში, 50 ადამიანს ჰქონდა ჩართვის სურვილი“, - "ღვინის ბიბლიოთეკაში“ ამბობენ, რომ ღვინო - ეს არ არის უბრალოდ სასმელი, ეს ერთობაა. ჩვენი ახალი წამოწყებით კი ამ ერთობის მიღწევა თვითიზოლაციაშიც შესაძლებელი და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ქართული ღვინო ადამიანებს ონლაინ სივრცეშიც აერთიანებს.

"ღვინის ბიბლიოთეკა“ ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს იწვევს, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა ბმულზე.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები