სერვისები, რომლებიც სახლიდან მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ
სერვისები, რომლებიც სახლიდან მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ
ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში კომპანიების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რამაც როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს დამატებითი საჭიროებები შეუქმნა.

მოქალაქეების დიდი ნაწილი მზად არ იყო, რომ კომპანიის მართვა, ფინანსური ოპერაციების შესრულება, თათბირებისა და მოლაპარაკებების ჩატარება, დოკუმენტების შედგენა თუ თარგმნა დისტანციურად მოუწევდათ. ეს მზადყოფნა რიგ შემთხვევებში სერვისების ხელმისაწვდომობაში, ხოლო რიგ შემთხვევებში, ტექნიკასთან დაკავშირებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.

დღეს, გვიწევს, არსებულ რეალობას მოვერგოთ და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. იმისათვის რომ დაკისრებულ მოვალეობები ონლაინ რეჟიმში
სრულყოფილად შევასრულოთ, უნდა გვახსოვდეს 3 სერვისის არსებობის შესახებ, რომელიც შესაძლოა, სახლიდან მუშაობაში სწორედ კრიტიკულად მნიშვნელოვან სიტუაციაში დაგვეხმაროს:

translate.ge



ბევრი ჩვენგანის საქმიანობა დოკუმენტების უცხოურ ენაზე შედგენას ან პირიქით, თარგმნას საჭიროებს. კომპეტენტური და სანდო თარჯიმნის მოძიება კი თვითიზოლაციის პირობებში რთულია.

translate.ge-ის მეშვეობით კი, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია ინგლისურ,
რუსულ და თურქულ ენებზე პროფესიონალი თარჯიმნის დახმარებით ნებისმიერი სირთულის დოკუმენტი ვთარგმნოთ. ჩვენი ჩართულობა მხოლოდ მისი ვებ-გვერდზე ატვირთვაში გამოიხატება.

ჩამოთვლილ ენებს მალე გერმანული, ესპანური და იტალიური ენები დაემატება, რადგან როგორც ვებ-გვერდის ადმინისტრაცია განმარტავს, მომსახურებაზე მოთხოვნა შესამჩნევად გაზრდილია.

პროფესიული თარჯიმანი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და ანგარიშსწორებაც დისტანციურად, ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

Biblusi.ge
-ის უფასო მიტანის სერვისი



ბევრ ჩვენგანს სამუშაო პროცესი საკანცელარიო ნივთების ან პროფესიული ლიტერატურის გარეშე ვერ წარმოუდგენია. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სავაჭრო ობიექტების დიდმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა, აღნიშნული ნივთების მხოლოდ ონლაინ შეძენა შეგვიძლია.
ზედმეტი დანახარჯებს კი წიგნის მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის“ ვებ-გვერდზე შეკვეთის გაკეთება აგვარიდებს თავიდან, რადგან კომპანიამ მარტის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი აამოქმედა.

EBG.ge-სა და Hotsale.ge-ის ტექნიკის ონლაინ მაღაზია




კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა მუშაობის პროცესის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ასეთ შემთხვევაში, წვრილი თუ მსხვილი ტექნიკის ონლაინ შეძენა ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე EBG.ge-სა და Hotsale.ge-ზე შეგვიძლია, სადაც მაღაზიათა ქსელ "ალტას“ სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ნებისმიერ შეკვეთილ ნივთს კურიერი სახლში მოგვიტანს და შევძლებთ, სამუშაო პროცესს სწრაფად დავუბრუნდეთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა