"შენი ბიზნეს დამცველი - ალტერნატიული საფინანსო სისტემის ასოციაცია“
"შენი ბიზნეს დამცველი - ალტერნატიული საფინანსო სისტემის ასოციაცია“
მცირე და საშუალო ბიზნესს ასოციაციაში გაწევრიანებას, ხოლო სახელმწიფოს კრიზისისგან გამოსავალ 3 ნაბიჯს სთავაზობს

ახლად ჩამოყალიბებული ალტერნატიული საფინანსო სისტემის ასოციაცია - “მცირე და საშუალო ბიზნესის დამცველი” ხელისუფლებას კორონა ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსავლის და კრიზისის დაძლევის კონკრეტულ 3 პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ინიციატივით გამოდიან აღნიშნული სექტორის სპეციალისტები, 500 მილიონიანი ფონდის ერთ ერთი მენეჯერი, მოძრაობა მომავლის საქართველოს ხელმძღვანელი თენგიზ ტყეშელაშვილი და ვენჩურული ფონდის მმართველი აიეტ კუკავა:

"ჩვენ გვინ
და მივაწოდოთ ინფორმაცია მთავრობასა და საზოგადოებას კონკრეტული, სწორი, შესრულებადი და აუცილებლად გადასადგმელი 3 ნაბიჯის შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავი ავარიდოთ მოსალოდნელ კოლაფსს და რეალურად გაათავისუფლებს ბიზნესს ეკონომიკური წნეხისგნ, ხოლო ადამიანებს ისევ დაასაქმებს.

ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელ დღეს რთული პერიოდის გადატანა უწევს პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესს, თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით
ზარალდებიან ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის, ტრანსპორტის და სავაჭრო ორგანიზაციების მფლობელები და თანამშრომლები. ნუ გვეგონება, რომ სესხების 3 თვით გადავადება მათთვის რაიმე რეალური შვებაა. აღნიშნულ სექტორებში ოპერირებად ბიზნესს მძიმედ აწვება სხვადასხვა ხარჯი. ცხადია, რომ უკვე ყოველ დღე ბიზნესების მდგომარეობა მძიმდება, ნაწილი კოტრდება, ნაწილი კი გაკოტრების ზღვარზე დგას.

ჩვენი ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას მივცეთ ხელისუფლებას რეკომენდაციები, კონკრეტულად საქმიანობის ორგანიზების და თანამართვისა და, ახლო აღმოსავლეთში ჩვენი კონტაქტების მეშვეობით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების პროცესში დახმარების გაწევის კუთხით.

სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვთავაზობთ, კერძოდ:

• მოხდეს ბანკების მიერ მინიმუმ ზემოთ აღნიშნულ სფეროში მოღვაწე მეწარმეებისთვის სესხების გაყინვა არანაკლებ 12-15 თვით (2021 წლის აგვისტო/სექტემბრამდე), მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში სესხებზე პროცენტის დარიცხვა არ მოხდეს.

შენიშვნა: ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისე, როგორ სახელმწიფო სააგენტოები ალაპარაკდნენ, რომ თითქოსდა 6 თვიან საშეღავათო პერიოდს შესთავაზებენ სასტუმროებს რომელსაც თვით სახელმწიფო გადაიხდის საკუთარი ჯიბიდან და გადაუხდის ბანკებს. რომ დავაზუსტოდ: უხდიან ისევ ჩვენს ფულს ბანკებს. ანუ ბანკები საერთოდ არ ზარალობენ, იღებენ რა გადასახადის გადამხდელის ფულს. აი იმ მარინა სალუქვაძის ფულს, რომელსაც დაუხურეს რესტორანი და შემდგომში აგნარიშიდან დაუკავეს ინკასო. ის ფული, რომელიც მას სჭირდებოდა რომ ხელფასად გაეცა თანამშრომლებისთვის და ახლა მისი თანამშრომელი ულუკმაპუროდ ზის გამოკეტილი სახლში და არ იცის რა აჭამოს საკუთარ შვილს.

2. სახელმწიფოს მიერ დაარსდეს სპეციალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონდი, რომლის საქმიანობის თანაორგანიზებას და თანაკონტროლს გაუწევს ასოციაცია უსასყიდლოდ იმ მიზნით, რომ არ მოხდეს სახსრების გაფლანგვა. ამ ფონდის მიერ გამოშვებულ იქნას ე.წ. "კორონა ბონდები“ მინიმუმ 2 მილიარდ ლარის ოდენობით, რომლებშიც განთავსებას მოახდენენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ფონდები და კერძო ინვესტორებიც კი. (კორონა ვირუსის ეპიდემიამ ბიზნესი და ხალხი დააზარალა, მაგრამ არ გაუქრია ტრილიონობით დოლარი, რომელიც აშშ-სა და ევროპაში არსებული ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ვერსად ვერ თავსდება.)

შექმნილი ფონდი გაუწევს კოორდინაციას ამ თანხების შემდგომ განთავსებას (როგორც გრძელვადიან, შეღავათიან, შედარებით დაბალპროცენტიან კრედიტებში) რათა თანხები არ იქნას გაფლანგული და მოხმარდეს მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესების მდგომარეობის გამოსწორებას. ამ კრედიტებს ექნებათ ე.წ. 2 ან 2.5 წლიანი საშეღავათო პერიოდი, მინიმუმ 7-8 წლიანი ვადა და არაუმეტეს 6 პროცენტიანი.

7-8 წლის განმავლობაში ეს ბიზნესები სრულიად გაისტუმრებენ სახელმწიფოს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია რომ ბიზნესებს, რომლებიც მიიღებენ გრძელვადიან კრედიტებს და შეღავათებს დაეკისროთ თანამშრომლების მაქსიმალურად შენარჩუნების და მათთვის მინიმალური ხელფასის გადახდის ვალდებულება.

ამ ორი მნიშვნელოვანი ქმედების პარალელურად, უნდა შეიქმნას ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირების საბჭო (შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში საბჭოს ფუნქციონირებაც). ეს დრო გამოყენებულ იქნას 4 მნიშვნელოვანი რეფორმის ჩასატარებლად, რომელიც საშუალებას მისცეს სახელმწიფოს გარდაქმნას საკუთარი ეკონომიკა, და ბევრად უფრო ადვილად შეხვდეს გლობალურ პანდემიებს მომავალში და რაც მთავარია უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური აღმშენებლობა პოსტ ვირუსულ პერიოდში:

ა) საფინანსო სექტორის გადაუდებელი რეფორმა, რომელიც წაახალისებს საფინანსო სექტორის დივერსიფიკაციას, როგორც მრავალი ახალი ტექნოლოგიური ბანკის წარმოშობას, ასევე კაპიტალის ბაზრების შექმნას, ბიზნესებისთვის გრძელვადიანი და ურისკო კაპიტალის მოძიების მიზნით;
ბ) ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გამკაცრება და ინოვაციების წახალისების გეგმის შემუშავება, რაც ტექნოლოგიური და დისტანციური კომუნიკაციის ბიზნესის შექმნას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, ეს უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობის გაჯანსაღებას და ექსპორტის უპრეცენდენტო ზრდას შეუწყობს ხელს;
გ) თვითმყოფადობის გეგმა და რეფორმა (რეფორმას პირობითად შეგვიძლია მედეა ვუწოდოთ) რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს ე.წ ძლიერ აგრო, ბიოტექნოლოგიურ და სამედიცონო სექტორის შექმნას. ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას ამ პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტიორი გახდეს, საგრძნობლად გაზარდოს ეკონომიკა და ვალუტის შემოდინება ქვეყანაში და წარმატებით გაუმკლავდეს შემდგომ კრიზისულ პერიოდებს;
4) უნდა შემუშავდეს გეგმა იმისთვის, რომ კრიზისის გადალახვის შემდგომ ქვეყანა შეუდგეს ლოჯისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას, კერძოდ კი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ქვეყნის ავიახაზების, აეროპორტების, პორტების და გადაზიდვის / ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის მდგრადობასა და ექსპორტის ეკონომიკას.

ამ ყველაფერში ასოციაცია სთავაზობს მთავრობას დახმარებას (უსასყიდლოდ) და არწმუნებს რომ მასთან ერთად შეძლებს ამ ნაბიჯებისა და რეფორმების სწრაფად რეალიზებას უახლოეს მომავალში.

ახლა მნიშვნელოვანია ბიზნესის მცირე და საშუალო და სხვა დაზარალებული თუ რისკის ქვეშ მყოფი ბიზნეს წარმომადგენლები და მფლობელები გავერთიანდეთ ერთი მიზნის მისაღწევად - Facebook-ის მეშვეობით გავწევრიანდეთ ასოციაციაში, რომელსაც ჰქვია შენი ბიზნეს დამცველი- ალტერნატიული საფინანსო სისტემის ასოციაცია (https://www.facebook.com/groups/241270177048766/) და დავიწყოთ ერთობლივი სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ასოციაცია სთავაზობს ბიზნესებს უფასო მოკლე ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებს რთულ სიტუაციაში მოქმედების კუთხით“

თაკო მაისურაძე

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები