ფარის ტიპის ინოვაციური ნიღბები საქართველოში მზადდება!
ფარის ტიპის ინოვაციური ნიღბები საქართველოში მზადდება!
"ფავორიტი სტილი" და "კოლორ ჯგუფი" ორი წამყვანი საწარმოა, რომელიც ბაზარზე რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს"

დღეს ვირუსისგან დამცავი საშუალებები მსოფლიოსთვის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა. ცოვიდ 19-ის ეპიდემიის გამო თითქმის ყველა ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია. ამიტომაც კომპანია "ფავორიტი სტილმა" ორი კვირის წინ ყველაზე მოთხოვნადი და ინოვაციური ფარის ტიპის პირბადეების გამოშვება დაიწყო... აღსანიშნავია, რომ ზუსტად 10 დღის შემდეგ კომპანია "ფორდმაც" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასეთივე ტიპის ნიღბების წარმოებას იწყებდა.

"გვეამაყება, რომ ჩვენი პროდუქცია ტექნოლოგიურად თითქმის იდენტურია,
თუმცა ბაზარზე დღეს ყველაზე საჭირო და დროული პროდუქტის წარმოება პირველად ჩვენ დავიწყეთ", - ამბობს "ფავორიტი სტილის" გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ბალაძე და აღნიშნავს, რომ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროდუქტი მალე საცალო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებშიც გამოჩნდება. ქალბატონი ნინო "კვირის პალიტრასთან" "ფავორიტი სტილის" საქმიანობასა და მიზნებზე საუბრობს.


- "ფავორიტი სტილი" ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა ქართულ ბაზარზე, რასაც მისი მუშაობის მასშტაბი, 23-წლიანი გამოცდილება, მუდმივი განვითარება და მძლავრი ტექნიკური ბაზა უზრუნველყოფს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პირბადეების დეფიციტის გამო გვსურდა დავხმარებოდით ჩვენს მოქალაქეებს. გაჩნდა იდეა, გვეწარმოებინა ნიღაბი, რომელიც დაინფიცირებულთან კონტაქტისას ვირუსის შეღწევისგან დაიცავდა პირის ღრუს, თვალისა და ცხვირის ლორწოვანს. იდეა მალე საქმედ ვაქციეთ და ჩანაფიქრს ხორცი შევასხით. "ფავორიტი" მრავალ პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის შესაფუთ მასალასაც, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ძალიან აქტუალურია.

- ყველას მოგვიწოდებენ, დავრჩეთ სახლში, თუმცა ჩვენ, ჟურნალისტები, მოვლენების ეპიცენტრში მაინც ვტრიალებთ. სანამ "კვირის პალიტრის" თანამშრომლებს თქვენი კომპანია ინოვაციური პროდუქტით დაასაჩუქრებდა, არაერთხელ ვინატრე, მსგავსი ნიღაბი მეც მქონოდა. მიხარია, რომ ეს სურვილი თქვენმა კომპანიამ მთელ რედაქციას აუსრულა. ქართულ ბაზარზე მსგავს ნიღბებს სხვა კომპანიებიც აწარმოებენ?
- თითქმის ყველა დიდი კორპორაცია, რომელიც ამ საგანგებო ვითარებაში არ ჩერდება და მუშაობს, ჩვენ მიერ წარმოებული ფარის ტიპის ნიღბებით არის აღჭურვილი, მათ შორის საწარმოები და სუპერმარკეტები. დღეს 300-მდე კომპანიას ვამარაგებთ ამ პროდუქციით. ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა მცირე საწარმოებიც, რომლებიც ცდილობენ შექმნან მსგავსი, უფრო სწორად, ამ დანიშნულების პროდუქტი, მაგრამ ჩვენი სტანდარტის მიღწევა ტექნოლოგიურად რთულია. ვფიქრობ, რაც მეტი კომპანია ჩაერთვება კორონავირუსის პრევენციაში, მით მალე დავძლევთ ამ გამოწვევას.


მიხარია, რომ ამ ვითარებაში, როცა უამრავი მოქალაქე სამსახურის გარეშე დარჩა, ჩვენ ბევრი მათგანის დასაქმება შევძელით და გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ეფექტიანად ვმუშაობთ. ვიცავთ ჩვენი ეპიდემიოლოგების მითითებებს და წარმოება სხვადასხვა ლოკაციაზე გადავანაწილეთ, კომპანიის თანამშრომლების დიდი ნაწილი კი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიყვანეთ.

- სანამ დამცავი ფარების წარმოებას დაიწყებდით, რა მიმართულებით ოპერირებდით ბაზარზე?
- "ფავორიტი სტილი" და "კოლორ ჯგუფი" ორი წამყვანი საწარმოა, რომელიც ბაზარზე რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის, შეფუთვების...

- კომპანიის გეგმებზეც მიამბეთ.
- დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ საცალო სამომხმარებლო ბაზრისთვის ვიწყებთ წარმოებას. გარდა საცალო ბაზრისა, ნიღბებით რეგიონების მომარაგებასაც ვგეგმავთ.

- სად გაიყიდება თქვენი ფარის ტიპის პირბადეები?
- შეძენა შესაძლებელია "ფავორიტი სტილის" არხების მეშვეობით. საკმარისია, დაგვიკავშირდეთ= ნომერზე: 032 2950011. ასევე გვაქვს მიწოდების სერვისიც.
ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სუპერმარკეტსა და სააფთიაქო ქსელთან, მალე ჩვენს პროდუქციას მათ თაროებზეც იხილავთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები