The American Interest ქართულენოვანი გამოცემა - 2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი "ამერიკული ინტერესი" ქართულ ენაზე გამოიცემა
The American Interest ქართულენოვანი გამოცემა - 2020 წლიდან ცნობილი ამერიკული ჟურნალი "ამერიკული ინტერესი" ქართულ ენაზე გამოიცემა
2005 წელს და­არ­სე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლი "ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სი" შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის, კულ­ტუ­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ სან­დო და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის წამ­ყვან წყა­როდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჟურ­ნა­ლის ძი­რი­თა­დი იდეა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მკი­თხვე­ლის­თვის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა იყო. "ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სის" და­მა­არ­სებ­ლის, პრო­ფე­სორ ფრენ­სის ფუ­კუ­ია­მას სი­ტყვე­ბით, ჟურ­ნა­ლის მი­სია "ამე­რი­კის მსოფ­ლი­ოს­თვის, ხოლო ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ახ­სნაა".

გა­მო­ცე­მის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭო­ში შე­დი­ან და ჟურ­ნალ­ში სტა­ტი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ სტენ­ფორ­დის, ჰარ­ვარ­დის, იე­ლის და მსოფ­ლი­ოს
სხვა წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი, ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ნო­ბე­ლი­ან­ტი მეც­ნი­ე­რე­ბი და მწერ­ლე­ბი. მათ შო­რის: ფრენ­სის ფუ­კუ­ია­მა, ენ ეპლბა­უ­მი, ელი­ოტ კო­ე­ნი, მა­რიო ვარ­გას ლი­ო­სა, რო­ბერტ ფრან­კი, ბერ­ნარ ანრი-ლევი, ჯეფ­რი გედ­მი­ნი, ჩარლზ დე­ვიდსო­ნი, დე­ვიდ კრა­მე­რი და სხვე­ბი.

2020 წლის და­სა­წყის­ში
"ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის" (EPRC) მიერ ჟურ­ნა­ლის გა­მომ­ცემ­ლებ­თან მიღ­წე­ულ იქნა შე­თან­ხმე­ბა "ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სის" ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ. ეს ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი უცხო­უ­რე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა იქ­ნე­ბა.

ქარ­თუ­ლი ბეჭდ­ვი­თი მე­დი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სან­დო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის­თვის. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ პირ­ველ­წყა­როს გა­მო­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თულ მე­დია სივ­რცე­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის კუ­თხი­თაც.

ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა, ამე­რი­კუ­ლი მსგავ­სად, ორ თვე­ში ერთხელ გა­მო­ი­ცე­მა. სა­წყის ეტაპ­ზე ჟურ­ნალ­ში ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის მა­სა­ლა და­ი­ბეჭ­დე­ბა, თუმ­ცა იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლის შექ­მნა და და­მა­ტე­ბა. EPRC ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა გა­მოც­დი­ლი მთარ­გმნე­ლე­ბის, რე­დაქ­ტო­რე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გუნ­დი, რომ­ლის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა.

ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი 3,000 ეგ­ზემპლა­რია და ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის იდენ­ტუ­რი ფორ­მა­ტი­სა და ხა­რის­ხის დაც­ვით იბეჭ­დე­ბა. ჟურ­ნა­ლის ხელ­მის­წვდო­მო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გაზ­რდის მიზ­ნით იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თვის, სკო­ლე­ბის­თვის, სა­ჯა­რო და კერ­ძო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და მე­დი­ა­თე­კე­ბის­თვის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა რე­გი­ო­ნებს.

და­გეგ­მი­ლია ჟურ­ნა­ლის პრო­მო­ცი­ი­სა და გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თვა. "ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, მათ შო­რის ყო­ველ­წლი­უ­რი სტენ­ფორ­დის ლი­დერ­თა გან­ვი­თა­რე­ბის აკა­დე­მი­ის (Leadership Academy for Development/LAD) და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან რე­გი­ო­ნებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და შეხ­ვედ­რებ­ში.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები