ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID 19-ის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID 19-ის წინააღმდეგ

მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის და საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, კომპანიების ნაწილი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მათ შორისაა "ფავორიტი სტილი", რომელმაც შეძლო თავისი წარმოების მიმართულების შეცვლა და ახალი, ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება.

ნიღბების წარმოების მიმართულებით კომპანია პირველი იყო საქართველოში. საცდელი ეგზემპლარები 3 კვირის წინ დაიბეჭდა და ახლა 300-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ქართული კორპორაციიის თანამშრომლები სწორედ ამ ნიღბებით არიან აღჭურვილნი. აღსანიშნავია, რომ ნიღბების შემუშავებიდან 10 დღეში, კორპორაცია "ფორდმაც" გამოაცხადა ნიღბების წარმოების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიურად თითქმის იდენტურია. ეს "ფავორიტი სტილის" გუნდისთვის საამაყო ინფორმაციაა.

"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პირბადეების და დამცავი ნიღბების შექმნილი დეფიციტის გამო, გაჩნდა მსგავსი ნიღბების წარმოების იდეა, რომელიც დაიცავდა კონტაქტის დროს თვალსა და ცხვირის ლორწოვანს, ასევე პირის ღრუს ვირუსის შეღწევისგან. იდეა მალე საქმედ ვაქციეთ და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ. ამ პირობებში იმის მაგივრად, რომ კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ახლა არააქტუალურია დაგვეხურა, პირიქით, უფრო მეტი ადამიანი დავასაქმეთ, წარმოება გადავანაწილეთ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ ყველა მოთხოვნა დაგვეცვა"- აღნიშნავს  კომპანია "ფავორიტი სტილის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანა გობრონიძე.

პროდუქტზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ის მალე საცალო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებშიც გამოჩნდება.

შეძენა შესაძლებელია "ფავორიტი სტილის" არხების მეშვეობით. საკმარისია, დარეკოთ ნომერზე: 032 2950011. ასევე შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე მიწოდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სუპერმარკეტსა და სააფთიაქო ქსელთან.

მალე პროდუქცია მათ თაროებზეც გამოჩნდება.

კომპანიის შესახებ:

"ფავორიტი სტილი" და "კოლორ ჯგუფი": წამყვანი საწარმოებია ქართულ ბაზარზე, რასაც მუშაობის მასშტაბი, 23-წლიანი გამოცდილება, მუდმივი განვითარება და მძლავრი ტექნოლოგიური ბაზა უზრუნველყოფს.

საწარმოები მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესსექტორებისთვის შემდეგი მიმართულებებით: შეფუთვები, ეტიკეტები, წიგნი და პრესა, სარეკლამო პროდუქცია (მათ შორის გარე რეკლამების კონსტრუქციების წარმოება).